32
კიდევ ერთი ლამაზი და სიკეთით სავსე დღე. სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ და ააიპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ გიწვევთ სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება შშმ პირთა და ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრები.
გამოფენის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაცია და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების ჩვენება ფართო აუდიტორიისათვის.
სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა 21 აპრილს 15:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება.