fbpx

“ხსნა? – შენშია!” – ნეინეი 3

ავტორი ჟოლო
654 ნახვა

ნეინეი 3

სამყაროსთან ურთიერთობის ხელოვნება

აქციე ცხოვრების მთავარ გაკვეთილად

და მერე

ხსნილი იქნება ყოველი გზა,

ყველა ჩარაზულ კარს გააღებ,

და ბევრ საიდუმლოს ახსნი…

ეს არის ცოდნა, რომლითაც მოხვედი

და მერე

მიივიწყე…

შენდა უნებურად გაფლანგე წლებთან ერთად,

ყ ო ვ ე ლ დ ღ ი უ რ ო ბ ა შ ი…

ახალ სასწაულებს დაუწყე ძებნა და

ხილული სასწაულები ჩვეულერივ ამბებს მიაწერე..

ცხოვრებაც გახდა ჩვეულებრივი, ერთფეროვანი და ზოგჯერ მდორეც…

დაუბრუნდი სამყაროს…

შეიგრძენი კავშირი…

დაიბრუნე სიცოცხლე….

გაიხსენე ცოდნა…

ყველა ამ ცოდნით ვიბადებით ….

ამიტომაც ვართ ბავშვობისას ლაღები, გახსნილები, გულწრფელები …

მერე, რა ხდება მერე?

მერე უბრალოდ ვიზრდებით, ვსერიოზულდებით, “ვბრძენდებით”, ვმძიმდებით….

ვიბუტებით, ვწუწუნებთ, ვბრაზდებით, ვჩხუბობთ, ვყვირით, გავრბივართ….

და ვეძებთ ხსნას…

გამუდმებით ვეძებთ ხსნას

ყველგან, ყველაფერში…

წარსუში, მომავალში….

ვცხოვრობთ შემზღუდველი ფაქტორებით,

დამანგრეველი რწმუნებულებებით და

ხელიდან გვეცლება წუთი, რომელშიც ვართ…

იცხოვრე წუთით რომელშიც ხარ.

გაუშვი წარსული, დაივიწყე მომავალი ….

ხსნა? – შენშია <3

 ნეინეი – სიყვარულის გამავრცელებელი

«თუ გული უბრალო და ნათელია » — ნეინეი 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment