fbpx

„ჯოჯოხეთი გამოვიარე, მთელი ღამე არ მეძინა“ – გია ჯაჯანიძე

ავტორი ჟოლო
25 ნახვა

„ქუჩაში რომ ვმდგარიყავი საწყლად ხელგაწვდილი, არავინ არ დამიწყებდა ბრძოლას და ლანძღვას. შევეგუე ყველაფერს, ცხოვრება და ადამიანები მივიღე ისე როგორც მდინარე“ – ამბობს გია ჯაჯანიძე, სოციალური ქსელით მიყენებულ პირველ სტრესს იხსენებს და სხვათა ცხოვრების განმკითხავებს ბოროტ აზრთა და უკეთური ქმედებების უკუ ძალას ახსენებს. 

გია ჯაჯანიძე: „ტანჯვით, მაგრამ მაინც ვეგუებით ახლობლების გარდაცვალებას.
ვდარდობთ, მაგრამ ვეგუებით მძიმე დაავადებას.
გვიჭირს, მაგრამ ვეგუებით სიღარიბეს და უმუშევრობას.
ვწუხვართ, მაგრამ ვეგუებით წარუმატებლობას.
ერთი სიტყვით, ადამიანი ყველაფერს ეგუება. ეგუება დამცირებას და ლანძღვას, ეგუება ცილისწამებას და ბოროტებას.

ამ დილით გამახსენდა: პირველად სოციალურ ქსელში რომ გამლანძღეს, რა საშინლად ვიტანჯებოდი, ჯოჯოხეთი გამოვიარე, მთელი ღამე არ მეძინა, ისე განვიცადე სიცოცხლე არღარ მინდოდა. დღეს ჩვეულებრივად ვკითხულობ და ვისმენ.

ძალიან მალე მივხვდი, რომ ადამიანები არ გპატიობენ კარგად ყოფნას, არ გპატიობენ წარმატებას, არც კარგ ხასიათს. თან ისეთები ილანძღებიან, ჩუმ-ჩუმად რომ სისაძაგლეს და საშინელ ბოროტებას ჩადიან. ის კი არ იციან, ჩუმად და დაფარული არ არსებობს. ქუჩაში რომ ვმდგარიყავი საწყლად ხელგაწვდილი, არავინ არ დამიწყებდა ბრძოლას და ლანძღვას. შევეგუე ყველაფერს, ცხოვრება და ადამიანები მივიღე ისე როგორც მდინარე.

როცა თქვენ (ზოგიერთს) რამე განსაცდელი გექნებათ, დაგტანჯავთ ცხოვრება და ჯანმრთელობა, არ გაგიმართლებთ საქმეში და სიყვარულში, ნუ იტყვით, არაფერი დამიშავებია და რატომ ვარ ასეთ ჯოჯოხეთშიო. თქვენ აშავებთ იმას, რომ ხართ აგრესიულები, ლანძღავთ და აგინებთ ადამიანებს, რომლებსაც ახლოს არ იცნობთ, წამებთ ცილს და თხზავდით ჭორებს, გიხაროდათ სხვისი წარუმატებლობა, შეცდომა, დაცემა და აღტაცებული უყურებდით სეირს. იმას კი ვერ ხვდებით, რომ ცხოვრებას თავად იწამებდით, საკუთარი შხამით და ბალღამით. მერე სხვას გაეხარდება თქვენი უბედურება და ასე ძლიერდება ბოროტების ჯაჭვი.

ნუ იტყვი ცუდს, ისეთი სუსტი ხარ, რომ ენას ვერ იმორჩილებ?
ნუ დაწერ ცუდს, თითებს ვერ იმორჩილებ?
ენაც დუმდება და თითებიც შეშდება.

აგრესია ანგრევს ორგანიზმს და იწვევს განუკუნებელ დაავადებებს.

ბოროტება ბრმაა და ყრუ. ტყუილად დავწერე ეს ყველაფერი, მაგრამ არაუშავს, გული მოვიოხე“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment