“ერთხელ გიგანტურ გემს ძრავი გაუფუჭდა, გემის მფლობელები, ექსპერტს-ექსპერტზე იწვევდნენ მაგრამ ამაოდ, ვერცერთი ვერ ხვდებოდა რა სჭირდა გემს. საბოლოოდ ერთი მოხუცი კაცი მოიწვიეს, რომელიც ბავშვობიდან გემების შეკეთებაზე მუშაობდა. მოხუცმა იარაღების ყუთი მოიტანა და საქმეს შეუდგა, იგი გულდაგულ აკვირდებოდა ძრავის ყველა ნაწილს. როდესაც შემოწმება დაასრულა, ჩანთიდან პატარა ჩაქუჩი ამოიღო და მძლავრად ჩააჭედა რაღაც. შემდეგ ძრავა ჩართეს და მწყობრში იყო, მოხუცმა შესძლო მისი შეკეთება.
– მეორე დღეს გემის მფლობელებმა მოთხოვნა მიიღეს მოხუცისაგან ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნაში 10 000 დოლარი ეწერა.
– თქვენ არცთუ ისე მძიმე სამუშაო შეასრულეთ, გთხოვთ უფრო დეტალურად განგვიმარტოთ: რაში უნდა გადაგიხადოთ ამდენი ფული? მისწერეს მათ მოხუცს.
მოხუცმა დეტალურად აღწერილი მოთხოვნა გამოუგზავნა:
ჩაქუჩის დარტყმა…………………………………… 2 დოლარი.
ცოდნა იმისა თუ სად დაარტყა……………. 9 998 დოლარი.”