14
ახმეტის რაიონში, მდინარე ილტოზე, ე.წ. საგუბარზე, წყალსაცავში ახალგაზრდა 30 წლამდე მამაკაცი წყლის მორევმა წყალსაცავის შენობის ქვეშ შეითრია. წყლის მორევში შესვლა უცნობმა მამაკაცმა ითავა. იქ მყოფი ბიჭების დახმარებით ჯაჭვი შეკრა და რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
მთავარი მოქმედი პირი კი რომლის სხარტი გადაწყვეტილების შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა შემთხვევის ადგილიდან მალევე გუაჩინარდა. თუმცა ძიების შემდეგ მას მივაგენით. იგი 18 წლის აბიტურიენტი, თბილისში მცხოვრები გიორგი გოგოლაური აღმოჩნდა, რომელიც მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა ახმეტის რაიონში და ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო.
წარო: http://georgians.gr/