დღეს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა, რაც ნიშნავს იმას,რომ ხვალიდან ყველანი აღმოვჩნდებით 2020 წლის ბოლო დაბნელების დერეფანში,რომელიც დღეს გაიხსნება მთვარის დაბნელებით და 14 დეკემბერს მზის დაბნელებით დაიხურება.
არ არის საჭირო ამ პერიოდის განსაკუთრებული შიშით მოლოდინი და დამატებითი შინაგანი დაძაბულობის შექმნა, ვინაიდან თუნდაც წელს ჩვენ უკვე გავიარეთ დაბნელების რამდენიმე დერეფანი.
დაბნელების გავლენას ვიგრძნობთ ყველა, თუმცა შევეცადოთ მაქსიმალურად ინფორმირებულებმა განვიხილოთ ეს პერიოდი, როგორც კონსტრუქციული გარდაქმნის შესაძლებლობა.
იმედია ამაში ჩვენი რამოდენიმე რჩევა დაგეხმარებათ.
⠀გავითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში:
მატულობს არასტაბილური და უკონტროლო ემოციებს
არასასიამოვნო შიდა მდგომარეობა
ეჭვი
დაძაბულობა
მოგვიწევს ისეთი საქმის კეთება, რომელთაც მუდმივად თავს ვარიდებდით
კონფლიქტური სიტუაციების გამწვავება
ადვილი არ იქნება სხვებისთვის თქვენი აზრების სწორად მიტანა და ზოგადად კომუნიკაცია
რჩევა # 1: გააცნობიერე, რომ ეს პერიოდი რთულია არამარტო შენთვის, არამედ შენი მეუღლისთვის, შვილებისთვის, შენი მშობლებისთვის, კოლეგებისთვის … ამიტომ, უარი თქვი მკაცრ გადაწყვეტილებებზე, არ დაიწყო ურთიერთობების გარკვევა, ნუ დაძაბავ სიტუაციებს შინ თუ გარეთ. მუდმივად გვხსოვდეს რომ ეს პერიოდი არის ყველასთვის რთული!
რჩევა # 2: შეხედეთ დაბნელების პერიოდს, როგორც ცვლილებას უკეთესობისკენ! ამ დროს შეიძლება მოხდეს ისეთი მოვლენები, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება ნეგატიურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მომავალში ისინი თქვენც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან! თითოეული დაბნელება არის ის ბერკეტი, რომელიც მომავალში იწვევს ცვლილებებს;
ეს არის შესაძლებლობა ასე ვთქვათ “ხელახლა დაიბადოთ” და შეწყვიტოთ დესტრუქცია ცხორებაში (ჩვევები, ილუზიები, მოძველებული შეხედულებები, ადამიანები, პროექტები …)
თავისუფლად გაუშვით და უარი თქვით არასაჭირო ნივთებზე, გაითვალისწინეთ – ის, რაც აღარ გემსახურებათ და არ იყენებთ უკვე აღარ არის თქვენთვის სასარგებლო!
რჩევა # 3: იყავით ძალიან ყურადღებიანნი ყველა იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რაც ამ პერიოდში შეგემთხვევათ. სავარაუდოდ თქვენ პირისპირ შეხვდებით იმას, რასაც გაურბიხართ – ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა პირისპირ შეხვდეთ თქვენს შიშებსა თუ წუხილებს და ბოლო-ბოლო გათავისუფლდეთ მათგან.
გახსოვდეთ, რომ ყოველი დაბნელება საფუძველს უყრის სამომავლო ცხოვრებისეულ მოვლენებს!
ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ყველა ფიქრი და ემოცია შესაძლოა გახდეს თქვენი რეალობა დაბნელებიდან 6 ან 18 თვის შემდეგ
ამიტომ, ჩვენ გირჩევთ – შეეცადეთ რაც შეიძლება შეგნებულად განვლოთ ეს პერიოდი!
მშვიდი და გააზრებული დღეები თქვენ!
სიყვარულით, ინი
წყარო: ინი იანი