fbpx

7 გზა მიზნის მისაღწევად

ავტორი Ann
4.3K ნახვა

მიზნის მისაღწევად ბევრი დრო და მოთმინებაა საჭირო. რთულია დასახო კონკრეტული გეგმა, რომლის თანახმად ოცნების ასრულებას შეძლებ, მაგრამ წარმატებული ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ ჩამონათვალის მიხედვით აღწევს მიზანს:

 

იოცნებე – ყველაფერი იწყება გულიდან და გონებიდან. გაბედეთ ოცნება. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „რა მოხდება, თუ?“ და იფიქრეთ ძალიან ბევრი. არ შეუშვათ გონებაში ნეგატიური ფიქრები.

 

დაიჯერე – თქვენი ოცნება უნდა იყოს ისეთი, თქვენივე შესაძლებლობებს რომ აღემატება, მაგრამ დამაჯერებელი. დიახ, თუ თქვენ არ გაქვთ დიპლომი, მაგრამ ოცნებობთ 50 მილიონიან ბიზნესზე, ეს ძალიან ბევრია, მაგრამ დამაჯერებელი და მიღწევადი.

 

დაინახე – ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში ბევრი რამისთვის მიუღწევიათ აქვთ ერთი საინტერესო თვისება, ისინი „ხედავენ“ საკუთარ წარმატებას. ანუ ისინი საკუთარ თავს მომავალში ხედავენ ისეთს, როგორიც სურთ იყვნენ.

 

თქვი – ბევრ ადამიანს ახასიათებს საკუთარი აზრების თავისთვის შენახვა. თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ გაახმოვანეთ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ. ეს პირველ რიგში თქვენ წაგადგებათ, რადგან რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ მას უფრო გაგიმარტივდებათ დაჯერება, რომ ყველაფერი გამოგივათ.

 

დაგეგმე – ოცნება ფრთებს ვერ შეისხამს თუ არ დაგეგმავთ როგორ განახორციელოთ ის. დაჯექით და დაგეგმეთ თითოეული კომპონენტი, განსაზღრეთ დრო, როდის უნდა დაასრულოთ ის.

 

იმუშავე – წარმატება არ მიიღწევა მუშაობის გარეშე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ წარმატება მხოლოდ ყოველდღიურ დაუღალავ შრომას მოაქვს.

 

დატკბი – მას შემდეგ, რაც მიზანს მიაღწევთ უნდა შეიგრძნოთ ის და დატკბეთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების, მოგზაურობის საშუალება. იზრუნეთ სხვების სიამოვნებაზეც. იყავით გულუხვი და თქვენი საქმე აუცილებლად კარგად წავა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment