„სოფელი ბადებს ოცნებას. წასვლის და გამარჯვების სურვილს. როცა იქ ცხოვრობ, დამარცხებულად დაბადებული გგონია თავი. ვალინკის გადანაჭერი იცით? ეს არის კალოშად ქცეული ვალინკა (გვახსოვს ქართული შესატყვისებიც, უბრალოდ აქ და ახლა, რატომღაც არ უხდება). ეს გადანაჭერი ტალახმიცხებულია. არასდროს რეცხავენ. ჩაიცვამ და გახვალ შარაზე, წუხელმანქანაგავლილ შარაზე. ნაბორბრალში ჩამდგარი გუბე რომ ცას ირეკლავს – ეგ არის სოფელი.
ადამიანისთვის ყველაზე რთული სიმშვიდის გაძლებაა, საკუთარ თავთან დარჩენის გაძლება. ამიტომაც გვიყვარს შორიდან სოფელი, ვაქებთ და ,,აუ, რა ჯობიას’’ გავიძახით. იშვიათია სოფლით ბედნიერი ადამიანი. სიმშვიდის გამძლები ადამიანი. ასეთი ადამიანი სახეზე იცნობა. ოღონდ მოყოლა ვერ გაწვდება მათ სახეს – უნდა ნახო“.
გიორგი კეკელიძე
#გურულიდღიურები წიგნი მეორე