ლადო ბურდულმა კავკასიის რეგიონში მცხოვრები მუსიკოსები ისევ გააერთიანა და „ფენიქსის“ მეშვეობით მსმენელს მალე საუკეთესოებს წარუდგენს.
კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი 2018“, 9 მარტს 20:00 ფილარმონიის ივენთ ჰოლში უკვე მეშვიდედ ჩატარდება. საზეიმო ცერემონიალზე წლის 6 საუკეთესო კავკასიელი არტისტი/ჯგუფი 6 ნომინაციაში გამოვლინდება.
ლადო ბურდული: კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება ფენიქსი – 1995 წლის კავაკსიური როკ ფესტივალიდან იღებს სათავეს. ეს გახლავთ ინტერნეტ – პროექტი, რომელშიც მუსიკოსები თავისი ვიდეო კლიპებით იღებენ მონაწილეობას. ჩვენ შევქმენით ჩვენს ვებ გვერდზე კავკასიელი არტისტებისა და ჯგუფების მანამდე არ არსებული მონაცემთა ერთიანი ბაზა და ეს ერთიანი ინფრასტრუქტურა უკვე თანამშრომლობის 7 წლიან ისტორიას ითვლის. ეს პროექტი დღემდე ქმნის სივრცეს, სადაც კავკასიის რეგიონში მცხოვრები მუსიკოსები ერთიანდებიან.
უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხ: caucasusmusicaward.com ახალი შესაძლებლობები ახალი კავკასიისთვის
ჩვენი მთავარი სპონსორები არიან: კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია
მედია მხარდამჭერები ტელეკომპანიები – იმედი, რუსთავი 2 და რადიო – ფორტუნა