fbpx

აირჩიეთ გარშემომყოფები გონივრულად

ავტორი Ann
686 ნახვა

თქვენი დრო ძალიან ძვირფასია, არ უნდა მისცეთ უფლება საკუთარ თავს ცხოვრებამ ისე გაიაროს, რომ უკან მოხედვისას რაიმე ინანოთ.

ჯერ კიდევ პატარა ასაკში გქონდა დასახული რაღაც მიზნად, თუმცა გავიდა დრო და მისი განხორციელება ვერ მოახერხეთ. რა არის მიზეზი? გიფიქრიათ იმაზე, რომ გადახედოთ იმ წრეს, რომელშიც ყველაზე ხშირად ხართ?

რისთვისაა ეს საჭირო?

უბრალოდ დაფიქრდით, ხშირად ატარებთ დროს მეგობრებთან, რომლებიც გამუდმებით თავიანთ მიზნებსა და ოცნებებზე საუბრობენ. ამ დროს თქვენც გეძლევათ მოტივაცია გააკეთოთ რაც შეიძლება მეტი. და პირიქით, თუ თქვენ დროს ატარებთ ადამიანებთან, რომლებიც ჭორაობით არიან დაკავებული, ისინი თქვენ გაბრკოლებენ განვითარების გზაზე და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებთ მიზნების მიღწევას.

თუ გრძნობთ, რომ ერთ ადგილზე გაიყინეთ და განვითარებას ვერ ახერხებთ, აუცილებლად გადახედეთ მეგობრებს წრეს და ეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ მათთან, ვინც მხოლოდ ჭორებსა და ნეგატიური ფონის შექმნაზეა ორიენტირებული.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment