🌈👩👩👧👦“შვილებთან, როდესაც ვატარებთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულით როგორ განცდებს გადავცემთ მათ.
☀️შესაძლებელია თბილი სიტყვებით ველაპარაკებოდეთ,მაგრამ გულში სევდას,უიმედობას და აუხდენელი ოცნების ტკივილს ვატარებდეთ.🎀🎈 ეს კი ავტომატურად ბავშვების მგრძნობიარე სამყაროს გადაეცემა.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შვილებს ვესაუბროთ ჩვენს განცდებზე, იმაზე თუ რა გვტკივა და რა გვიხარია. ყველაფერი ეს თუკი ვერბალურად გადაეცემათ მათ და არა სხეულის ენით ისინი გაცილებით ადვილად ჩაწვდებიან ჩვენს შინაგან სამყაროს და მომავალში შეძლებენ ჩვენს გაგებას.💙💜
ეცოდინებათ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები,შეცდომები და წარმატება. შეძლებენ ჩვენთან დაკავშირებულ მრავალ კითხვას თავად გასცენ პასუხი და ამ გზით გაცილებით ახლო კავშირი დამყარდება შვილებსა და მშობლებს შორის.”🧡💛💚
დადუნა ნადარაიასგან მშობლებს!