კრიზისულ ეტაპს ადამიანი ყოველთვის შიშით და სასოწარკვეთით ხვდება.
სინამდვილეში კრიზი საუკეთესო მასწავლებელია. გამოცდაა, რომელიც უნდა ჩააბარო და იძულებულს გხდის გამოიმუშაო უნარი, იპოვო ახალი გზა, რომელიც გადაგარჩენს..
სხვა შანსს არ გიტოვებს..
და ზუსტად აქ პოულობ თვითგადარჩენის მექანიზმს და ეს არის სინამდვილეში შენი ძალა.
როდესაც ქარიშხალი ჩადგება,შენ უკვე გაძლიერებული და გამარჯვებული რჩები!
– – – –
რას ვფიქრობ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ
რამდენად ვარ დარწმუნებული
რომ მივაღწევ დასახულ მიზნებს, სასურველ ცხოვრების ეტაპს, კარიერულ თუ ფინანსურ კეთილდღეობას, მაშინ შესაბამისი მოსალოდნელი შედეგიც დადგება
თუკი რწმენას ვანაცვლებ ეჭვით, რომ ვერ შევძლებ, არ გამომივა, ვერ მივაღწევ, ასეთ შემთხვევაში გაწეული ძალისხმევა, თავიდანვე განწირულია მარცხისთვის
– – – –
ის რაც ჩვენს გონებაშია, დროთა განმავლობაში ჩვენს სხეულზეც აისახება. თუკი ცხოვრებაში მაქვს ისეთი სიტუაცია, რის გამოც ვარ სიბრაზის, სასოწარკვეთის, უიმედობის, მრისხანების და კიდევ სხვა უამრავ ნეგატიურ ემოციებში, ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ანადგურებს ჩვენი ფიზიკური სხეულის უჯრედებს…
იმისთვის, რომ იყოთ მენტალურად და ფიზიკურად ჯანმრთელები, გაუშვით ასეთი მოვლენები თქვენი ცხოვრებიდან.
აპატიეთ!
წარსული გაუშვით!
მომავალს შეხედეთ რწმენით!
ლიკა ჩანქსელიანი (ფსიქოლოგი)