fbpx

“დაიწყე საკუთარი თავის შეყვარება! შეეცადე იპოვო საკუთარი მისია!”

ავტორი ნინო გონგაძე
2K ნახვა

☝️დაიწყე საკუთარი თავის შეყვარება!

🤗 მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არ მოგწონს, გააცნობიერე, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ და ყველას აქვს ნაკლოვანებები თუ სუსტი მხარეები…

🔔 ხშირად ჩაიხედე სარკეში, თვალი თვალს გაუსწორე, გაუღიმე, ჩაეხუტე, გაამხნევე, მოეფერე და შეჰპირდი, რომ “ყველაფერს გააკეთებ მისთვის, რათა ბედნიერების სხივი ანათებდეს თვალებს, რომელიც სარკიდან გიმზერს.”

– – – –

💫შეეცადე იპოვო საკუთარი მისია!

🤗 ბედნიერების და დღეგრძელობის ფორმულა, რომელიც იაპონური წარმომავლობის სიტყვაა და იკი-გაის სახელწოდებითაა ცნობილი.

🪁 უნდა იპოვო საქმე, ჰობი, პროფესია, ნებისმიერი მიმართულების აქტივობა, რომელიც გიყვარს, გაბედნიერებს, მოტივაციას და ენთუზიაზმს აღვიძებს შენში.

☝️თუკი ამას შეძლებ, ეს იქნება საწვავი, რომელიც საინტერესო ცხოვრების გზის გავლაში არასოდეს გამოგელევა და თან დანიშნულების სწორ ადგილას მიგიყვანთ.

– – – –

უარი თქვი ნეგატიურ გარემოზე!

☝️სადაც ვერ ვითარდები, ვერ იზრდები სულიერად, გესმის მხოლოდ კრიტიკა, ჭორები, წუწუნი, თავს გახვევენ არაფრის მომცემ ინფორმაციას…

🏃🏃აუცილებლად განერიდე, უარი თქვი და მოძებნე შენთვის საინტერესო, მხარდამჭერი და სასიამოვნო გარემოცვა, თუნდაც მხოლოდ საკუთარი თავი, დიახ!

🤗 საკუთარ თავთან ურთიერთობა ჩაღრმავება, დიალოგი, გაპოვნინებს საინტერესო პასუხებს, იდეებს, აზრებს.

ლიკა ჩანქსელიანი (ფსიქოლოგი)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment