”ფრთხილად ფიქრებთან, ისინი გადაიქცევიან სიტყვებად,
ფრთხილად სიტყვებთან, ისინი გამოიხატებიან ქმედებებად,
ფრთხილად თქვენს ქმედებებთან, ისინი ჩვევებად იქცევიან,
ფრთხილად ჩვევებთან, ისინი ხასიათად ჩამოყალიბდებიან,
ფრთხილად ხასიათთან, ისინი თქვენს ბედს განსაზღვრავენ.”
ციტატას, რომლითაც ამ პოსტის წერას ვიწყებ, სხვადასხვა ავტორებს მიაწერენ, მათ შორის: ჩინელ ფილოსოფოსს ლაო ძის, ტრანსცენდენტალისტ რალფ ემერსონს, ბუდას და სუპერმარკეტების მაგნატ ფრენკ ოუოუსაც კი. მაგრამ ალბათ მთავარი ის არის რომ დაიწერა და არა ის ვინ დაწერა.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ყველაფერზე რაც ჩვენს ცხოვრებაშია, ან ჩვენს ცხოვრებაში არაა. პასუხიმგებლები ვართ იმაზეც თუ რა გვინდა რომ იყოს ჩვენს ცხოვრებაში. თითოეული ჩვენი ურთიერთობა, სირთულე, წარუმატებლობა, შიში, გეგმა, იმედი და წარმატება ჩვენი კონტროლის ქვეშაა ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად. თითოეული მენტალური, ფიზიკური, ემოციური და სულიერი მსგომარეობა რომელსაც ჩვენ განვიცდით ამ მომენტში ჩვენს ხელთაა და მისი შეცვლა შესაძლებელია. თუ ფიქრობთ, რომ ეს ასე არ არის თქვენ თქვენთვის ბოძებულ თავისუფალი ნების ძალას სხვებს უთმობთ, განსაზღვრონ თქვენი ცხოვრება. თითოეულ ამ ცხოვრების ასპექტს, რომელიც მაღლა ჩამოვთვალე, აერთიანებს ერთი რამ: ისინი მოდიან/განისაზღვრებიან ჩვენი ფიქრებიდან.
ის ვისაც შეუძლია თავისი ფიქრების მართვა, მართავს ასევე თავის ცხოვრებას. ჩვენი ფიქრები განსაზღვრავენ ჩვენს თითოეულ სიტყვასა და ქმედებებას, შესაბამისად ჩვევებსა და ხასიათს, ეს უკანასკნელი კი როგორც ყველასათვის ცნობილია აყალიბებს ჩვენს მომავალს. თითოეული ადამიანის ფიქრები რეალურად ასხივებს და აფრქვევს ენერგიას სხეულიდან და სხეულის მიმართულებით. ისინი პირდაპირ განსაზღვრავენ ფიზიკურ, მენტალურ, ემოციურ, სოციალურ, სექსუალურ და სულიერ სურვილებსა და ქმედებებს, რომლებსაც შემდეგ უკვე თქვენი სხეული, გონება და სული ელტვიან.
ვინაიდან, თქვენი ფიქრები პირდაპირ კავშირში თქვენს ვიბრაციასთან , ფრთხილად იყავით ფიქრებთან (გახსოვდეთ ვიბრაცია რაც უფრო მაღალია, ადამიანი უფრო ბედნიერი და სიყვარულით აღსავსეა, ასევე უფრო დაცულია სხვადასხვა უარყოფითი, დაბალი ვიბრაციის ენერგიებისაგან თუ ქმნილებებისაგან. შიში დაბალი ვიბრაციის ემოციაა, სიყვარული და მადლიერება კი მაღალი). თითოეული თქვენი ფიქრი, რომელიც უკვე ენერგიაა, აგზავნის მის შესაბამის ვიბრაციას თქვენი სხეული გავლით კოსმოსში.
ასაზრდოვეთ თქვენი ფიქრები მეტი პოზიტივითა და მაღალი ვიბრაციის აზრებით, მეტი ყურადღებით მოეკიდეთ მათ რადგან ისინი თქვენს მენტალობას აყალიბებენ. ჩვენი სურვილების აბსოლიტურ უმრავლესობას ჩვენი ფიქრები აყალიბებენ და შესაბამისად აბსოლიტური უმრავლესობა ჩვენი რეალობის სწორედ ისინი ხდებიან. ჩვენ დღეში საშუალოდ 60 000 ფიქრს ვაქცევთ ენერგიად და მათი დაახლოებით 95% მომდევნო დღესვე რეალობად იქცევა ხოლმე ვინაიდან ქვეცნობიერის გავლენით, გაუცნობიერებლად მათკენ ვისწრაფვით. ამიტომ დარწმუნდით რომ ფიქრობთ მხოლოდ იმას რაც რეალურად გინდათ რომ ახდეს თქვენს რეალობაში.
თუ კიდე ვერ დაგარწმუნეთ თქვენი ფიქრებისა და მისწრაფებების დიდ ძალაში, მაშინ გაგაცნობთ Dr. Masaru Emoto-ს ერთ-ერთ ნაშრომს. მან აიღო გამოხდილი წყალი და სინჯები დამუხტა ისეთი ”ელემენტარული” ფიქრებითა და სიტყვებით როგორიცაა სიყვარული, მადლიერება, სიძულვილი, ადოლფ ჰიტლერი ა.შ. შემდეგ თითოეული სინჯი მან გაყინა და შეამოწმა მიკროსკოპით და აღმოაჩინა რომ სინჯები, რომლებიც დამუხტა დადებითი (მაღალი ვიბრაციის) აზრებითა, სიტყვებითა და ლოცვებით უფრო სიმეტრიული, ლამაზი და ფანტელისმაგვარი სტრუქტურის აღმოჩნდა, ვიდრე სინჯები დამუხტული უარყოფითი აზრებითა და ფიქრებით. თუ ჩვენი ფიქრები ასეთ გავლენას ახდენს წყალზე, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენზე.
არ არის ადვილი შეინარჩუნო პიზიტივი, როცა ამდენი უარყოფითი და ნეგატიურია გარშემო, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს იმაზე თუ რისი გვჯერა და რა აზრების მატარებლები ვიქნებით. შესაბამისად ნებისმიერ დროს გვაქვს გავლენა ჩვენს ვიბრაციებზე. თავისუფლად შეგვიძლია თავის დაცვა უარყოფითი ენერგიებისაგან უბრალო, მაგრამ ძლიერი აზრების გარემოცვით (გახსოვდეთ, ის რაც ჩვენს ვიბრაციებზე უფრო დაბალ სიხშირეზე ვიბრირებს ვერასოდეს მოგვერევა და უარყოფითი/ნეგატივი ყოველთვის დაბალ სიხშირეზეა. ყველაზე მაღალ ვიბრაციებზე მყოფი აზრებია სიყვარული, მადლიერება და მიტევება).
აქვე გაგიზიარებთ ერთ-ერთი ტრადიციული მედიცინის, რეიკების (რომელიც გულისხმობს უნივერსალური სასიცოცხლი ენერგის* მიმართვას ამა თუ იმ დაავადების განკურნებისათვის) მთავარ პრინციპებს, რომლის დაცვაც სულიერი სიმშვიდის, ბედნიერი მომავლის საწინდარია და აგვაცილებს ყველანაირ დაავადებას:
”მხოლოდ დღეს, არ ინერვიულოთ.
მხოლოდ დღეს, არ გაბრაზდეთ.
მხოლოდ დღეს, იყავით მადლიერები ცხოვრების თითოეული მადლისათვის.
მხოლოდ დღეს, შეასრულეთ პატიოსანი სამუშაო.
მხოლოდ დღეს, იყავით კეთილები თითოეული ცოცხალი ორგანიზმის მიმართ”
გისურვებთ წარმატებებსა და სულიერ სიმშვიდეს
წყარო: https://vitalenergyprana.wordpress.com
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕