fbpx

ახალ წელს “გაშვებული” სურვილი და …

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

💰💚💰 მინდა გაგიზიაროთ ჩემი ისტორია, არ ვიცი  მაშინ რას დავარქმევდი, მაგრამ მას შემდეგ რაც მიზნის ფორმულირების ზუსტ ტექნიკას გავეცანი, ვთვლი, რომ გაუცნობიერებლად ზუსტად გამიცხადებია სამყაროსთვის ჩემი მიზანი.

2017 წლის ბოლო დღეს 31 დეკიმბრის 23:59 წუთზე ჩამოხურულ  დარაბებიან და ნახევრად ბნელ  ოთახში  ( 😊ცოტა გაბრაზებულმა)   ხმამაღლა  გამოვუცხადე საკუთარ თავს და იქვე დაუდე პირობა, რომ მე ნინას აუცილებლად, რაც არ უნდა მომხდარიყო, ახალი 2018 წლის დეკემბრის 31 რიცხვამდე, საქართველოში. (არ ქონდა მნიშვნელობა, რომელ ქალაქში) მექნებოდა ჩემი სახლი. ამ განაცხადის შემდეგ მაშინვე  დავწექი და დავიძინე იმ აზრით, რომ პირველი იანვრიდან უნდა დამეწყო ინფორმაციის მოპოვება, 😂 მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ფული 💰 საერთოდ  არ მქონდა .

 ვკითხულობდი  რეალურად და მთელი სერიოზულობით  კომპანიებში თუ ნაცნობებში, როგორ და რანაირად მეყიდა  ბინა .  რა თქმა უნდა  დრო  თავისთავად  გადიოდა  და თვის ბოლოს ხელფასიც მოდიოდა, რომელიც არ იხრჯებოდა, 😂 რასაც ქვია ქამარი ისე მოვიჭირე, რომ სული მეკვროდა თითქოს ((  😊რა თქმა უნდა ხუმრობით)) .

🏢უამრავი სახლი ვნახე ვიდეო  ზარების საშუალებით. ამასობაში  მოვიდა მაისის თვეც და ერთ- ერთმა  სახლმა   პირდაპირი გაგებით  რასაც ჰქვია დამიძახა  “მობრძანდიო”  და ჰოი, მოხდა  საოცრება  31 დეკემბერს კი არა  18 მაისს სახლი, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, გახდა ჩემი.  შემდეგ როცა ჩამოვედი საქართველოში დავიწყე ზუსტად იმ სახლში  ცხოვრება.

ამით იმის თქმა მინდა, რომ

ანუ   მე  მაშინ გამიშვია მოთხოვნა  თურმე SMART – ის მეთოდით.

1 კონკრეტული

2 გაზომვადი

3 რეალური

4 დროში ჩასმული

5. ეკოლოგიური და ჩემეული , არავის არ ჳეჯიბრებოდი   და  ვედარებოდი საერთოდ და  ა. შ.

ეს კი იმ ფულის  ფოტოა, რომელიც მარტო იმ მიზეზით არ იხარჯებოდა, რომ თავისი მისია შეესრულებინ… წლის ბოლომდე მიზანი  და სურვილი უნდა აესრულებინა ჩემთვის.

მინდა გითხრათ, რომ თუ მოვინდომებთ აუცილებლად გამოგვივა ჩვენს ხელში იყოს ფული, ვხედავდეთ მას  და არ ვხარჯავდეთ, მხოლოდ იმიტომ  რომ იმ ფულით მიზანს უნდა მივაღწიოთ. 

ვრცელი  პოსტი გამომივიდა, მაგრამ ვფიქრობ,  გამოგადგებათ ჩემი რეალური ისტორია 😊😊😊🙈.

 მადლობა. 🙏🙏🙏💰💰💰💰💰💰💰💰💰💰💰💰💚💚💚💚💚💚

გისურვებთ სურვილების ასრულებას, ფინანსურ კეთილდღეობას და ამასვე ვუსურვებ საკუთარ თავსაც.

 მადლობა 🇮🇹 ს 🙏😊🙏

ნინა გაბრიჭიძე

წყარო: “ფულის მაგია

ემიგრაციაში 12 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ნინა საქართველოს დაუბრუნდა და უკვე მეორე ახალ წელს ხვდება საკუთარ სახლში .

ნინას ისტორიას დეტალურად გაეცნობით ამ ლინკზე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment