fbpx

“ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა”…

ავტორი ნინო გონგაძე
897 ნახვა

= ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყველა პაციენტი უკეთეს პალატაში გადაბარგებაზე ოცნებობს.

= უმჯობესია ცხოვრება ოცნებაში განვლო, ვიდრე რეალობაში.

= ითამაშე აქ, იცხოვრე ზეცაში.

= აუცილებელია ისწავლოთ სხვის შეცდომებზე, რადგან შეუძლებელია იმდენ ხანს იცხოვროთ, რომ ყველა შეცდომა თავად დაუშვათ.

= თურმე ცხოვრება მაშინ კი არ მთავრდება როცა კვდები, არამედ მაშინ, როცა არავის აღარ სჭირდები.

= სიკვდილის კი არა უშინაარსო ცხოვრების უნდა გეშინოდეს.

= მეტისმეტი სერიოზულობით ნუ მოეკიდებით ამ ცხოვრებას, სულერთია ცოცხალი მაინც ვერ გადაურჩებით მას.

= როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს.

= ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყება.

= ცხოვრება სკოლაა, სადაც წარუმატებლობა უფრო უკეთესი მასწავლებელია, ვიდრე წარმატება.

= ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ღირსეულად, მაშინ ერთხელაც საკმარისია!

= შეცდომებში გატარებული ცხოვრება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე უსაქმოდ გაცდენილი.

= კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი. აი, რა არის იდეალური ცხოვრება!

= ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.

= ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი, იცხოვრო ისე თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი, ცხოვრობდე ისე თითქოსდა ყველაფერი სასწაულია!

= სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ყველაფერი, რაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან: ის გრძელდება!

= ცხოვრების არსი საკუთარი თავის პოვნა არაა. ცხოვრების არსი საკუთარი თავის შექმნაა.

= ცხოვრება არის ის, რაც შენს ირგვლივ ხდება, მანამ სანამ შენ ცხოვრებას გეგმავ.

= ცხოვრება გასეირნებაა, სამუდამო ძილის წინ.

= ცხოვრება მხოლოდ მოსაწყენი ადამიანებისთვის არის მოსაწყენი.

ადამიანის ძირითადი დანიშნულება – ცხოვრება არის და არა არსებობა.

= ვერც ერთი ცხოვრებისეული გამარჯვება ვერ გადაფარავს მარცხს სიყვარულში.

= ცხოვრება მშვენიერია! დაიკიდე თუ ეს ტყუილია.

= ცხოვრება იდეალური მწერალია, მან ყველაზე უკეთ იცის, თუ სად დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment