fbpx

ენეაგრამას დღე საქართველოში

ავტორი ჟოლო
143 ნახვა
0 კომენტარი
1

“ენეაგრამა საკუთარი თავის პოვნისა და გაუმჯობესების საშუალებაა, მგონია რომ ჩემი დაბადების მიზანიც ეს იყო, დავიბადე რომ ვიპოვო ჩემი თავი და შევქმნა ისეთი ილია, როგორი სამყაროც მინდა გარშემო” – ამბობს საქართველოს ენეაგრამა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ილია ნიკაჭაძე.

სწორედ მისი დამსახურებით ბევრმა შეძლო ენეაგრამა საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების ინსტრუმენტად ექცია. ილიამ ძალიან მოკლე დროში მოახერხა  დახმარებოდა ადამიანებს, რომ საკუთარ თავში ძლიერი მხარეები აღმოეჩინათ და განევითარებინათ.

დღეს ბევრ მათგანს ბილტმორში დაგეგმილ ღონისძიებაზე ვიხილავთ.

ილია ნიკაჭაძე: ესეც ჩემი 35-ე დაბადების დღე. ეს დღე მინდა გავატარო იმ საქმის კეთებაში, რომელიც ძალიან მიყვარს. იმ ადამინებთან ერთად, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ვიზიარებ.

სწორედ ამიტომაც 23 თებერვალს 19:00 ბილტმორში ენეაგრამას საზეიმო ღონისძიება მაქვს.

ენეაგრამას დღე საქართველოში პირველად აღინიშნება.

ორგანიზატორები: საქართველოს ენეაგრამას ასოციაცია IEA Georgia

ყველას ვისაც გაინტერესებთ და გიყვართ ენეაგრამა შეხვედრაზე გელოდებათ  სპიკერები,  ენეაგრამა ვარსკლავების მილოცვები, ენეაგრამა ელჩების დაჯილდოება და საინტერესო საჩუქრები.

დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით და დარეგისტრირდებით აქ https://bit.ly/3SvF7g8

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი