fbpx

გადაწყვეტილებები, რომლებსაც 20 წლის შემდეგ ვინანებთ

ავტორი ჟოლო
3,397 ნახვა

ყოველდღიურად, პროფესიულ სფეროში არჩევანის გაკეთება გვიწევს, რომლებიც შემდეგ ჩვენს საქმიანობაზე გავლენას ახდენენ. გამოვხატოთ მოხალისეობის სურვილი ახალ საქმეზე? მოვითხოვოთ დაწინაურება? ვიმუშაოთ გადაჭარბებით?

ამ დროს ჩვენ ხელიდან ვუშვებთ შანსებს, რომლებსაც 20 წლის შემდეგ შევხედავთ კმაყოფილებით, სიამაყით ან სინანულით.

ქვემოთ ჩამოთვლილია 10 პროფესიული გადაწყვეტილება, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვიღებთ და რასაც 20 წლის შემდეგ ვინანებთ.

იყო ის ვინც არ ხარ

შესაძლოა თავი სპორტის ქომაგად მოგაქვთ, უბრალოდ იმიტომ რომ თქვენს უფროსს ასიამოვნოთ, ან ხმას არ იღებთ, რაღაც მნიშვნელოვანზე, რომ სიმშვიდე არ დაარღვიოთ. შესაძლოა თავს აჩვენებდეთ, რომ ექსპერტი ხართ კონკრეტულ დარგში, რეალურად კი მისგან ძალიან შორს იყოთ. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ის ვინც არ ხარ, პირველ რიგში საკუთარი თავის მოტყუებაა და იგი თქვენს კარიერაზეც არ აისახება დადებითად.

მიიღო მხოლოდ შემოსავალზე გათვლილი გადაწყვეტილებები.

როდესაც თქვენს პირად შემოსავალზე ან გეგმის ბიუჯეტზე ვსაუბრობთ მხოლოდ ფულზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება არ გაამართლებს. რა თქმა უნდა შემოსავალი მნიშვნელოვანია, მაგრამ გასათვალისწინებელი ათობით სხვა ფაქტორიცაა.

აზრი, რომ რაიმეს შეცვლით თქვენს სამსახურში

ისევე როგორც პირად ურთიერთობებში, სამსახურშიც თუ შემდეგი ფიქრით: “ეს საუკეთესო სამსახური იქნებოდა თუ…” მიუდგებით საქმეს, ეს მომენტალურად აგინთებთ წითელ ნათურას. რამის შეცვლის შანსი არის თუ თქვენ მმართველ პოზიციაზე იმყოფებით, მაგრამ საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომელს არაფრის შეცვლა შეუძლია.

თავის მოთოკვა

თქვენ გაქვთ კარგი სამსახური, კარგი ხელფასი და კარგი ბენეფიტები, მაგრამ ის რაც თქვენ გჭირდებათ არის… თქვენ არასდროს ანებივრებთ თავს შექებით, არ არწმუნებთ თავს რომ ყველაფერი კარგადაა. დაიჯერეთ საკუთარი თავის იმდენად, რომ მიიღოთ ის რაც ნამდვილად იმსახურებთ, იქნება ეს ახალი პოზიცია, გაზრდილი ხელფასი თუ შესაძლებლობა.

მუშაობა 50, 60, 80 საათი კვირაში.

შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ამდენს უნდა მუშაობდეთ, რადგან თავიდანვე ამას ელოდით. იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ ფული, იმიტომ რომ გინდათ უფროსის თვალში კარგად გამოჩნდეთ.– მაგრამ გახსოვდეთ, არავინ აღწევს თავის სასიკვდილო სარეცელამდე შემდეგი სიტყვებით– ღმერთო, ნეტავ მუშაობაში მეტი დრო გამეტარებინა.

ოჯახისა და მეგობრების ბოლო საფეხურზე დაყენება

იყო წარმატებული საკუთარ კარიერაში, ნიშნავს რომ ირგვლივ ბევრი მხარდამჭერი გყავდეს. ხშირად ეს ადამიანები სულაც არ არიან თანამშრომლები და დამქირავებლები. ასეთი ადამიანები თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან. ამ ურთიერთობის დარღვევისას მიხვდებით, რომ მხოლოდ წარმატება თურმე არაფერს ნიშნავდა.

ყველაფრის გათვლა

ეს წაადგება თქვენს საქმესა და თანამშრომლებს, თუმცა გავლენას იქონიებს ცხოვრებაზე. ყველაფრის წინასწარ გათვლა, იმის მაგივრად რომ ცხოვრებას დააცადოთ მოახდინოს მოსახდენი, ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანთ.

შეცდომების დაშვებისგან თავის შეკავება

თუ კარიერული განვითარების პროცეში შეცდომების დაშვებისგან თავს იკავებთ, ე.ი არ მიდიხართ რისკებზე. სანამ ამ მიმართულებით აგრძელებთ ცხოვრებას, მისგან ჯილდოს ვერ მიიღებთ.

გარისკეთ, დაუშვით შეცდომა, გაითავისეთ და ისწავლეთ მისგან.

მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი

საუკეთესო სტრატეგია რისი დასახვაცაა შესაძლებელი ეს სხვების დახმარებაზე ფიქრია. თუ მხოლოდ საკუთარ თავს დააყენებთ პირველ ადგილზე და სხვებზე არ იფიქრებთ ასე შორს ვერ წახვალთ.

საკუთარი ბედნიერების არდაფასება

სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანები ბედნიერებას სხვა დროისთვის დებენ, მაგრამ ხშირად ეს სხვა დრო არ მოდის. იყავით ბედნიერები დღეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს სამსახურიდან დასვენებას, ან ბედნიერების ძიებას სამსახურში.

წყარო: kaizenist.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment