fbpx

გულიკო ჭანტურია სცენას დაუბრუნდა

ავტორი ნინო გონგაძე
168 ნახვა

ათ წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, ჯაზ ვოკალისტი გულიკო ჭანტურია სცენას დაუბრუნდა. მომღერლის სოლო კონცერტი გუშინ, კულტურის სამინისტროსა და მერიის მხარდაჭერით ივენთ ჰოლში გაიმართა. საათ ნახევრიან პროგრამაში სოული და ჯაზ როკი დომინირებდა. კონცერტი ორკესტრის თანხლებით მიმდინარეობდა, რომელსაც დავით მაზანაშვილი ხელმძღვანელობდა.

გულიკო ჭანტურია: როცა გულით აკეთებ შენს საქმეს და გასცემ დადებით ენერგეტიკას, იგივეს მიიღებ. არ ვიცი ამხელა პაუზის შემდეგ ეს რამდენად გამომივიდა, მაგრამ მე მგონი დამსწრე საზოგადოება ნაწყენი არ წასულა.

მაია ბარათაშვილი:ძალიან თბილი და ემოციური საღამო იყო. გულიკო მთელი ცხოვრება ამ საქმეს ემსახურება დიდი ერთგულებითა და სიყვარულით.

დავით მაზანაშვილი:საინტერესო კონცერტი გამოვიდა ჯაზური ორკესტრის თანხლებით. აბსოლუტურად ახლებური ვერსიები წარვუდგინეთ მაყურებელს.

 

guliguli

 

XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე ამერიკაში აფრო-ევროპული კულტურების სინთეზის წიაღში იშვა მუსიკალური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო. ჯაზი, როგორც მუსიკალური ჟანრი საბჭოთა კავშირშიც გავრცელდა, თუმცა წლების მანძილზე იდევნებოდა და ერთგვარად, ადამიანების შინაგანი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

XX საუკუნის 70-80 წლებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჯაზურ მუსიკას მიუხედავად დევნისა და შევიწროვებისა ერთეული ადამიანები ემსახურებდოდნენ. მათ შორის იყო საქართველოში მოღვაწე ვოკალისტი ქალბატონი გულიკო ჭანტურია, რომელიც თავიდანვე გამოირჩეოდა ჯაზის მუსიკალური ენისათვის სახასიათო და გამორჩეული იმპროვიზაციით, მდიდრული რიტმით და რიტმული ფიგურების –სვინგის უნიკალური ფლობით.

უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია ქალბატონი გულიკო ერთგულებით, ჯაზური თავისუფლებითა და ამ მუსიკაში გაჟღერებული სიყვარულით ემსახურება საქართველოს ჯაზის სცენას. მისი შემოქმედება თავისუფალია ისევე, როგორც თავად ჯაზი, ყოველგვარი კლიშეებისაგან. მეტად მრავალმხრივია მისი საშემსრულებლო არეალები: სოული, ქანთრი, ჯაზ-როკი, ქართული ფოლკლორი და სხვ. მისი კონცერტი მსმენელთან უშუალო კონტაქტზე, საუბარზეა აგებული და უდიდესი ენერგიის მომნიჭებელია.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment