„სკიჯის“ უგემრიელესი და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილი ქართული ნატურალური ნუგბარი ძალიან მალე გახდა ბევრისთვის სასურველი. „მთავარია მხოლოდ ერთხელ დააგემოვნო, მერე ვერანაირად შეეშვები, „სკიჯი“ ჩვევაში გადადის“ – ასეთია იმ კლიენტის განმარტება, რომელსაც „სკიჯის“ ნაწარმის შესაძენად სადღესასწაულო თარიღები ნამდვილად არ სჭირდება.
სკიჯი ხმელი ყურძნის ძველქართული სახელწოდებაა. “სკიჯის“ საწარმო მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. იგი დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმის ხელშემწყობი პროექტის თანხით.
„სკიჯის“ მიერ წარმოებული პროდუქცია უნიკალურია. ის, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილი და სოფლის მოსახლეობისგან ნაყიდი უწამლი ხილითაა დამზადებული. გამშრალია სპეციალურ აპარატში, მწერებისაგან და მტვრისაგან დაცულად.
საწარმოს მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი, ნატურალური ნედლეულის ათვისებას და ბაზარზე ქართული, ჯანსაღი პროდუქტის დამკვიდრებას.
ჩირი და დაშაქრული ხილი: ვაშლი, ხურმა, კივი, ლიმონი, მანდარინი;
ტყლაპი: ქლიავი, ფეიხოა, კივი, ტყემალი ქოქოსის ფატელებითა და დაქუცმაცებული ნიგვზით;
ჯანჯუხა: თხილის და ვაშლის ჩირის. ცოლიკაურის, ადესის ტკბილით და მჭადის ფქვილით დამზადებული;
ჩურჩხელები: ნიგვზის და ქიშმიშის. რქაწითელის ბადაგითა და პურის ფქვილით დამზადებული;
მიქსი: თხილი, ნიგოზი, მიწის თხილი, ფორთოხლის კანის ცუკატები, თეთრი და შავი სკიჯი;
სხვა შემადგენლობა: შაქარი, ვანილი, ლიმონმჟავა.
შეინახეთ სუფთა მშრალ, მკვეთრი სუნისგან დაცულ ადგილას. შენახვის ტემპერატურა 10-20 გრ. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა მაქსიმუმ 70%. შენახვის ვადა 6 თვე.
„სჯიკი“ ასევე გთავაზობთ ოჯახური ტიპის სასტუმროს ჩოხატაურის რაიონში.
სახლი, რომელშიც განთავსდება ეს სასტუმრო, თანამედროვე დიზაინითაა გარემონტებული ტრადიციული, სოფლისთვის დამახასიათებელი ინტერიერითა და ავეჯით: სამი საძინებელი, სასადილოები, ღია აივნები, სველი წერტილები. ეზოში გურული „ქუხნა“ შუაცეცხლითა და კეცებით.
სახლთან ახლოს (200 მეტრში) ჩამოდის პატარა მდინარე „ლუგუბა“ ბუნებრივი „ჯაკუზით“ ე.წ. – ჭურისწყალათი. 400 მეტრში კი დიდი მდინარე „გუბაზოული“, ლამაზი სანაპიროთი და საბანაოებით. ამავე სოფელშია ნოდარ დუმბაძის, მოსე გოგიბერიძის, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმები; რამდენიმე ეკლესია-მონასტერი; (უდაბნოს მამათა მონასტერი, ერკეთის დედათა მონასტერი, გორთაფონის მამათა მონასტერი, სამების ეკლესია) რამდენიმე კილომეტრში კი კურორტები – ნაბეღლავი და ბახმარო.