fbpx

5 ნაბიჯი სასურველი ცხოვრებისთვის

ავტორი Ann
1.4K ნახვა

ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს მიაღწიოს ცხოვრებაში რამეს, ზოგს მეტი სურს, ზოგს – ნაკლები, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც თავად სურვილი. თუმცა მიუხედავად ამისა ერთია გინდოდეს და მეორე – შეძლო მისი რეალობად ქცევა. გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ:

 

დასახეთ მომავალი – ყველა ადამიანმა, რომელიც დღეს რაიმეს წარმოადგენს დაიწყო წარმოსახვით. დასახეთ საკუთარი თავი მომავალში: ვინ გინდათ იყოთ, რისი გაკეთება გსურთ ან მოგიხდებათ ამისთვის. წარმოიდგინეთ როგორი იქნება ცხოვრება თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც გსურთ და როგორი იქნებით თქვენ.

 

კონცენტრირდით საკუთარ პოტენციალზე – ნუ გაამახვილებთ ყურადღებას პრობლემებსა და სუსტ მხარეებზე, დაფიქრდით საკუთარ პოტენციალზე და კარგად გაიაზრეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ.

 

არ დანებდეთ – არ მისცეთ სხვებს უფლება გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებებზე, საკუთარი ცხოვრება თავად უნდა მართოთ, საკუთარი შესაძლებლობებიც თავად უნდა გაიაზროთ.

 

გაჰყევით დასახულ გზას – ახლა, როცა უკვე იცით რა გსურთ და რისკენ მიისრაფვით გაჰყევით დასახულ გზას, ვიდრე არ დაიჭერთ შესაფერის მომენტს, რომელსაც ჩაეჭიდებით.

 

გახდით ისეთი, როგორიც  გსურდათ – როდესაც გაივლით ყველა ეტაპს , თქვენ მიხვდებით, რომ გახდით ისეთი ადამიანი, როგორიც დასაწყისში დახატეთ. ახლა მთავარია შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და არ ჩათვალოთ, რომ ეს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment