91
29 ნოემბერს, 21:00 საათზე, კაფე “ტერემოკში” (ჯიქიას 8) მუსიკოსი ბექა გელენავა “კარაოკე ფართიზე” გეპატიჟებათ. საღამოში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, გამარჯვებულისთვის კი დაწესებულია სპეციალური პრიზი – ფოტოაპარატი. გარდა ამისა, საღამოს გამარჯვებული პირდაპირ ეთერში იმღერებს FM 107,9-ზე და მონაწილეობას მიიღებს რადიო “საქართველოს ხმის” მუსიკალურ გადაცემაში.
საღამოს არცერთი მონაწილე უსაჩუქროდ არ დარჩება. ყველა მათგანს გადაეცემა 50%-იანი ფასდაკლების ბარათი, რომლის გამოყენებასაც შეძლებს კვირას, მთელი დღის განმავლობაში.
საღამოს სტუმრებს ელოდებათ უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი.