სანამ მიზანამდე მივალთ …მთავარი ის გზაა რომლსაც მიზნამდე მივყავართ…
გზა რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიაროთ. ტკივილით, უძილობით, ოფლის ღვრით. წარმოუდგენლად დიდი შრომაა საჭირო!!!….
არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, არ დანებდეთ.
წამოდექით ყოველი დაცემის შემდეგ, ბრაზი გამოიყენეთ, ადექით და ისევ სცადეთ, შეგეშლებათ?? კიდევ სცადეთ, დაეცემით და ისევ სცადეთ, ადექით… იწამეთ რომ გამოგივათ!!!
არ გადადოთ…ხვალეს და ორშაბათს რა გამოლევს რომელიც არასოდეს არ დადგება, მორჩით წუწუნს რას აღარ ვიგონებთ თავი რომ გავიმართლოთ. დროა მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება, გადავიდეთ მოქმედებაზე ხვალ ან ორშაბათს კი არა. დღეს, ახლა ამ წუთიდან…..
არ არის აუცილებელი ერთბაშად გავაკეთოთ ყველაფერი, მთავარია დავიწყოთ, თუნდაც მცირედით მაგრამ დავიწყოთ
ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ, გადადით მოქმედებაზე და მთელი სამყარო ხელს შეგიწყობთ სწორად დასახული მიზნის მიღწვაში!!
ულევი სიყვარულის და ბედნიერების ენერგიას გიგზავნით
სალომე გოგეშვილი/მეორედ დაბადებული