fbpx

“მთავარია, ამ ყველაფრის დანახვა და შეგრძნება ვისწავლოთ”

ავტორი ჟოლო
311 ნახვა

ადრე ჩემი თავი არ მიყვარდა, ძალიან ნეგატიურად და კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, მაღიზიანებდა, ვადანაშაულებდი, ვუბრაზდებოდი… მაგრამ რაც პიროვნული ზრდით და განვითარებით დავკავდი და ამ ჯადოსნურ გარემოში აღმოვჩნდი, ყველაფერი შეიცვალა, განსაკუთრებით საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება. ახლა რაც არ უნდა გავაკეთო, ჩემს თავს ვუყვავებ, ვეფერები, კარგი საქციელისთვის ტაშს ვუკრავ და ვეუბნები: ყოჩაღ, ანა, ეს რა კარგად გააკეთე. პატარ-პატარა სიურპრიზებითაც ვანებივრებ.

დღეს ანა არის ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს სიცოცხლე და ძალიან ბედნიერია.

ეს დღეს, ადრე კი ყოველ ახალ წელს ასეთ სურვილს ვუთქვამდი – მინდა ბედნიერი ვიყო. მერე ვუპროტესტებდი უფალს – რატომ არ ვარ ბედნიერი? მთელი ცხოვრება ბედნიერებას ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. პირველივე ტრენინგზე კი იმდენი რამ აღმოვაჩინე, რითაც ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ გაკვირვებული დავრჩი. ამ ყველაფერს როგორ ვერ ვხედავდი.

ყველაფრისთვის უნდა იყო ბედნიერი, იმისთვის რომ თენდება და ცოცხალი ხარ; იმისთვის, რომ შვილი გყავს, იმისთვის რომ მზე ანათებს, იმისთვის რომ წვიმაა … ამინდს არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარია, რომ ცხოვრობ, ამ ყველაფერს ხედავ, შეიგრძნობ. აი, ესაა  ბედნიერება. ბედნიერება წვრილმანებშია და ამას ადამიანები ვერ ვაფასებთ, არადა მთავარია, ამ ყველაფრის დანახვა და შეგრძნება ვისწავლოთ. რაც ეს გავაცნობიერე, მას შემდეგ ახალ წელს ბედნიერებაზე სურვილს აღარ ვუთქვამ, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ.

Ana Katsloeva

წყარო: https://bit.ly/2SJ0wI6

მსგავსი სტატიები

Leave a Comment