მადლიერების განცდა ჩვენს სულთან კონტაქტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. როდესაც ჩვენ განვიცდით მადლიერებას, ეგო ,,გადადის გზიდან” და გვაძლევს საშუალებას დავტკბეთ უმაღლესი სიყვარულით, თანაგრძნობით და ურთიერთგაგებით.
გულწრფელი მადლიერება ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზაა ჩვენს ცხოვრებაში უხვი კეთილდღეობის მოსაზიდად.
მადლიერება დამოუკიდებელია ნებისმიერი სიტუაციის, ვითარების, პიროვნების ან გამოცდილებისგან. როდესაც ამ ჭეშმარიტ შინაგან სიხარულს უკავშირდები, უმიზეზოდ გრძნობ ნეტარებას. უბრალოდ ცოცხალი ყოფნა, ვარსკვლავების მზერა და თვით სიცოცხლის, როგორც სასწაულის დაფასება უკვე ბედნიერს გხდის.
იმისთვის, რომ მადლიერება იგრძნოთ, შენიშნეთ და დააფასეთ ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაშია: ძვირფასი ურთიერთობები და ადამიანები, თქვენი სხეული, ბუნება, მატერიალური კომფორტი და ა.შ. ცხოვრების ამგვარი დაფასება, გაფანტავს თქვენს ფიქრებს – უკმარისობაზე და შეზღუდვაზე და შეგახსენებთ რომ, ყველაფერი რაც თქვენს გარშემოა, სასწაულებრივი საჩუქარია.
გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი, რასაც აფასებთ. არსებული და დასაფასებელი მოვლენების აღრიცხვა და მადლიერების გამოხატვა, გაგიადვილებთ უხვი კეთილდღეობის მოზიდვას თქვენს ცხოვრებაში.
💌 დღის ფრაზა:
** დღეს მე ვირჩევ ვიყო მადლიერი **
შეიგრძენი მადლიერება და დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად გაიხსენე და გაიმეორე ეს ფრაზა.
მოამზადა ნენე ლელაშვილმა
სიუხვის დღიური –
შენი ყოველდღიური წარმატების მეგზური!
აქ მოცემული სპეციალური ტექნიკების, აფირმაციების და მედიტაციების დახმარებით შეძლებ:
მადლიერებისა და სიხარულის ყოველდღიურობაში დანერგვას;
ამ ყველაფერზე იმუშავებ 21 დღის განმავლობაში.
სიუხვის დღიური მოიცავს:
21 პრაქტიკულ და საწერ სავარჯიშოს;
21 აუდიო მედიტაციას (რომლებზეც წვდომა გექნება დღიურში მოცემული QR კოდის საშუალებით)
ფასი 49 ₾ – 65 ₾-ის ნაცვლად
მოგვწერე ან დარეგისტრირდი https://shorturl.at/yM57k