23 წლის ასაკში ოპრა უინფრი გამოუშვეს სამსახურიდან, სადაც რეპორტიორად მუშაობდა.
24 წლის ასაკში სტივენ კინგი ცხოვრობდა ტრაილერში.
28 წლის ასაკში ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი იყო მარტოხელა დედა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა.
ჰარისონ ფორდი 30 წლის ასაკში მუშაობდა მღებავად.
ვერა ვანგმა ვერ მოახერხა ვერც ოლიმპიური ჩემპიონატისთვის ფიგურული სრიალის გუნდის შექმნა და ვერც ვოგის რედაქტორი გახდა. პირველი კაბა შექმნა 40 წლისასაკში.
ალან რიკმან მიატოვა გრაფიკული დიზაინერის კარიერა და მსახიობი გახდა 42 წლის ასაკში.
სამუელ ელ ჯექსონმა ვერ მიიღო როლი 46 წლის ასაკამდე.
მორგან ფრიმენმა პირველი მთავარი როლი მიიღო მხოლოდ 52 წლის ასაკში.
ლუიზა ჰეიმ საკუთარი გამომცემლობის შექმნა მოახერხა მხოლოდ 62 წლის ასაკში.
ასე რომ, თუ ხართ 30 წლის და ჯერ ისიც არ იცით, რა გინდათ და რომელია თქვენი საოცნებო საქმე, არ იფიქროთ, რომ დააგვიანეთ და ცხოვრება დამთავრდა…
💫
მთავარია არ დ ა ნ ე ბ დ ე თ და არ ჩამოუშვათ ხელები.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ.
თქვენ დიდი წარმატების და ბედნიერებისთვის ხართ დაბადებული… ასე რომ – ნუ დახურდავდებით, ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი ფასი, იოცნებეთ საუკეთესოზე და ისწრაფეთ მწვერვალებისკენ.
მიენდეთ სამყაროს, ის ბრძენია და ყველაზე უკეთ იცის როდის ხართ მზად სასწაულების მისაღებად.🌟
მარიამ შარიქაძე