628
როდესაც ძალიან სწრაფად გარბიხართ წარმატებისკენ ან ცდილობთ მაინც სწრაფად გაქცევას, ამ დროს ვერ ამჩნევთ აყვავებულ ჭერამს, ვერ გრძნობთ ცხელი ყავის გემოს და ვერ ხედავთ საყვარელი ადამიანის თვალებს.
ნუ გაჩერდებით, უბრალოდ იარეთ და თან დატკბით ამ ყველაფრით, რადგან თუ თქვენ ზეგ აპირებთ დიდი წარმატების მიღწევას და მერე დაინახავთ და იგრძნობთ ყველაფერს, შესაძლებელია ხვალ ყველაფერი დასრულდეს და აღარ დადგეს „ზეგ“.
ასე რომ, ნუ ამოიგდებთ გულს სირბილისგან, ყოველ შემთხვევაში იმ დროს მაინც, როცა აყვავებული ჭერმის გვერდით ხართ, ყავას სვამთ ან საყვარელ ადამიანს თვალებში უყურებთ!
სიყვარულით,
რამაზ გიგაური