ქეთ ჯეიმი ქალანის წიგნი „ფრანგ ქალებს არ სძინავთ მარტო“ არ არის საჭმელებზე ან დიეტაზე, მაგრამ ის უნდა წაიკითხოს ყველამ, ვინც დაბალი თვითშეფასებას და ემოციებს გემრიელობებით ახშობს, ვისაც ეშინია და არ იცის საპირისპირო სქესთან ურთიერთობა.
ჩვენ ვიდანაშაულებთ თავს ნამცხვრების სიყვარულისთვის და ღამე ჭამისთვის სამუშაოს მერე, სინამდვილეში კი უბრალოდ არ ვიცით ტკბობა არც გემრიელი საჭმლით და არც ჩვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით. ავტორი გვთავაზობს მარტივ, კონკრეტულ საშუალებებს, როგორ დავაღწიოთ თავი მარტოობას, ვირწმუნოთ საკუთარი თავის, დავიწყოთ კონტაქტის დამყარება სამყაროსთან, და რაც მთავარია ვიცხოვროთ სიამოვნებით.
შავ-თეთრ მიდგომაზე
ჩაცმა პაემანზე, ჩაცმა სპორტდარბაზში, ხალხში გასვლა ან სახლში ყოფნა… იგივე თვისებებს ვავლენთ როცა ვჭამთ გემრიელობებს უზომოთ ან დიეტაზე ვართ, ასევე ვიქცევით სიყვარულში: თავს უარს ვეუბნებით ვიყოთ მგრძნობიარე, შემდეგ კი ვწუხვართ, ვკარგავთ რწმენას და შედეგად ვართ მამაკაცთან, რომელიც საერთოთ არ შეგვეფერება, ის რაღაც ემოციური ექვივალენტია ჩიფსების პაკეტის.
საჭმელთან ომსა და მეგობრობაზე
საჭმელთან პრობლემები გვეწყება, რადგან მასთან ომს ვიწყებთ. ჯობია დავუმეგობრდეთ მას, რაც უფრო დაუახლოვდები საჭმელს, შეწყვეტ მათ დაყოფას კარგ და ცუდ პროდუქტებად და არ დაუწესებ თავს აკრძალვებს მით ნაკლები ღამის ჭამის მომენტები გექნება. ამის შემდეგ საჭმელი ხდება უბრალოდ საჭმელი, რომელსაც მოაქვს სიხარული ჩვენს ცხოვრებაში.
ფრანგული წახემსება
ფრანგებს უყვართ პაკეტებიდან ჭამა, მაგრამ ისინი ჩიფსებს არ მიირთმევენ. ისინი ჭრიან სალათის ფოთლებს, ასხამენ ოდნავ ზეითუნის ზეთს, ამატებენ მარილს და ყრიან პაკეტებში ამ ჯანსაღ გემრიელობას , ის ისეთი ხრაშუნა და სასარგებლოა.
ფლირტზე
როცა ფრანგი ქალი კაფეში მიდის თან მიაქვს წიგნი პეპლებზე რომელსაც კითხულობს, მას გულწრფელად აინტერესებს ეს წიგნი, მაგრამ იცის რომ თუ სახლში წაიკითხავს ვერავის გაიცნობს. კაფეში კი, ყურადღებას მიაქცევს მამაკაცი, გამოელაპარაკება, ის კი მოუყვება რა შეიტყო პეპლებზე, აჩვენებს ფოტოებს წიგნიდან და მოუყვება მათ შესახებ, მამაკაცი კი მოიხიბლება…
ამ საუბარში ოდნავ გაიცნობს თანამოსაუბრეს და გადაწყვეტს უნდა ამ ადამიანთან კიდევ შეხვედრა თუ არა. ის გრძნობს რომ სანამ პეპლებზე საუბრობს სხვა მამაკაცებიც აქცევენ ყურადღებას, რაც საკუთარი თავის რწმენას უძლიერებს, საკუთარი თავის რწმენა კი ქალური ძალის გასაღებია.
საყვარელი ადამიანის ძიებაზე
დაიწყე მცირედით მიიწვიე სახლში ვახშამზე რამდენიმე მეგობარი, ასე შეიქმნება ფლირტის საშუალება, ფრანგები ასეთ შეკრებებს აწყობენ პარასკევს და შაბათს.
მოამზადე შენი საფირმო კერძი, შეგიძლია სთხოვო მეგობრებს მოიტანონ თან თავისი საყვარელი საჭმელები, ეცადე ამ შეხვედრებზე ერთი უცნობი მამაკაცი მაინც იყოს(მეგობრის მეგობარი მაგალითად), მოიპატიჟე მამაკაცები რომლებსაც უკვე იცნობ, მაგრამ არც ისე კარგად, ესაუბრე მათ, ამ საღამოებს აწყობ რომ იგრძნო ცხოვრების გემო და დატკბე. არსი სიამოვნებაში, მეგობრობის გამყარებაში და ფლირტშია.
ეს შენი პირველი ნაბიჯი იქნება, ასე დარწმუნდები რომ სასურველი ხარ , სიყვარული მოდის მაშინ, როცა შენ ჩართული ხარ შენს ცხოვრებაში და ბედნიერი ხარ.
სიყვარული მხოლოდ ნომრების გაცვლა ან პაემანი არ არის, შენ გაცილებით მეტი გააკეთე, იზრუნე შენს მეგობრებზე, დაიწყე ახალი ურთიერთობები, გემრიელი კერძებით გაახარე ახლობლები და ნაცნობები და ვინ იცის იქნებ სიყვარულის მარცვალიც დაითესა ვინმეს გულში…
ლამაზ ნივთებზე
ჩვენ მივეჩვიეთ ყოველდღიურობაში უფერული ნივთებით სარგებლობას, ეს კი ცუდად მოქმედებს თვითშეფასებაზე.
ეცადე ჩაიცვა კარგად ყველგან, ატარე ლამაზი თეთრეული, შეიძლება ეს მხოლოდ შენ დაინახო მაგრამ ეს ძალიან შეცვლის შენს თვითშეგრძნებას. ასე ჩაიცვი ყოველ დღე, რომ გახსნა შენი მგრძნობიარობა, უბრალოდ შენთვის.
დაიწყე ყველას მოჯადოება. ივარჯიშე მიმზიდველობის ხელოვნებაში . ეცადეთ ყოველ დღე იგრძნოთ რომ სასურველი ხართ. ჩაიცვით ლამაზად სახლში, სამსახურში, და ცხოვრებაც ლამაზი გახდება ჩვენს გარშემო.
ფიზიკურ აქტივობაზე
ჩვენ ვვარჯიშობთ მაგრამ ეს სიამოვნებას არ გვანიჭებს, ეს ვარჯიში თავის დასჯის ფორმას უფრო გავს. მაგრამ თუ გაისეირნებთ, ისიამოვნებთ გარემოთი ვარჯიშადაც ჩაგეთვლებათ და შეიძლება გაიცნოთ კიდეც სასურველი ადამიანი.
როგორ ვაძლევთ მოტივაციას სხვებს
შეიძლება ვერ ამჩნევ, მაგრამ ყოველ დღე გაქვს შანსი შეცვალო ვინმეს ცხოვრება დადებითისკენ.
საიდუმლო ბაღზე
საიდუმლო ბაღში უნდა „წახვიდე“ რომ აღიდგინო დამოუკიდებლობის გრძნობა და ძალები. საიდუმლო ბაღი შენთვის შეიძლება იყოს კარგი წიგნი, ან იოგა და ა.შ
როგორ ვიყოთ ის ვინც ვართ
მამაკაცებს იზიდავთ ქალურობა, რაც უფრო მამაკაცურია ქალი, კარგავს საპირისპირო სქესის ინტერესს.
შეინარჩუნე შენი თავი, იცხოვრე შენი ცხოვრებით, შენ ვერ იცხოვრებ სხვის ნაცვლად და ვერც სხვა იცხოვრებს შენს მაგივრად.
იყო ბუნებრივი ნიშნავს ფლობდე ძალას,ხშირად ვთვლით რომ ჩვენი „მე“ არც ისეთი კარგია, ამიტომ მივმართავთ კოსმეტიკას და პლასტიკურ ქირურგიას. შეიყვარე შენი თავი, იყავი კმაყოფილი და მოეწონები ყველას. ერთადერთი რამ რაც საშუალებას გაძლევს გამოიყურებოდე და გრძნობდე თავს მშვენივრად ეს შენი უნიკალური „მე“ არის, რომელსაც გამოხატავს შენი გული და შენი გონება.
წყარო:angel.ge