fbpx

პრიზები და საჩუქრები „ფანARTის“ რჩეულებს

ავტორი ჟოლო
52 ნახვა

ფესტივალი „ფანARTი“ დღეს საზეიმოდ დაიხურა. ბავშვთა და ახალგზრდობის ეროვნულმა ცენტრმა და სპონსორმა კომპანიებმა თითოეულ დარგში საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სამახსოვრო პრიზები გადასცეს.

ფესტივალი მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხელოვნების ათ დარგს მოიცავდა: 1.საავტორო ან იმპროვიზირებული მუსიკა 2. მხატვრობა/ქანდაკება 3. კინო/სოციალური ტელემედია 4. როკი ალტერნატიული მუსიკა 5. ლიტერატურა 6. ფოლკლორი 7. ფოტოგრაფია/სტენსილი.

საღამოს მუსიკალურად ე.მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი „GEORGIAN BRASS” აფორმებდა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი საღამო შეაჯამა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ.

კონსულტანტებმა და სპონსორებმა საკუთარი რჩეულები გამოავლინეს. სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეულებს საჩუქრად ერთ წლიანი ჯანმრთელობის დაზღვევა გადაეცათ. „თიბისი“ ბანკმა რჩეულები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ ყველა მონაწილეს 50 ელექტრონული წიგნი გადასცა საჩუქრად და მათ შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიიღონ პრემია „საბა“ 2017-ში. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი კი თავის რჩეულებს მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებებს მოუწყობს. 1. საავტორო, ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-ციცი კიკაბიძე;

2.მხატვრობა: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული -თამარ მოსულიშვილი; „თიბისი“ ბანკის რჩეული-თინათინ კუჭუხიძე; ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის რჩეულია- ნინო მიქაბერიძე, რომელსაც ცენტრი პერსონალურ გამოფენას მოუწყობს.

3. ქანდაკება: სადაზღვევო კომპანია „არდის“ და „თიბისი“ ბანკის რჩეული – ზაურ გამყრელიძე; ცენტრი თავის რჩეულს, ბექა ჩხაიძეს პერსონალურ გამოფენას მოუწყობს. მას ასევე გადაეცა ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ საგზური.

4..როკი და ალტერნატიული მუსიკა: ცენტრი თავის რჩეულს თათია ყურაშვილს ღია ცის ქვეშ სოლო კონცერტს მოუწყობს, სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული კი ანა ცუცუნაშვილი გახდა;

5. ფოტოგრაფია: ცენტრის თავის რჩეულს – აბო ახვლედიანს, პერსონალურ გამოფენას მოუწყობს. სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული – ნინო საბაძე;

6.სტენსილი: ცენტრისა და „თიბისი“ ბანკის რჩეულია-ლევან ტყაბლაძე;

7.კინემატოგრაფია: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-გვანცა ჟღენტი; „თიბისი“ ბანკის რჩეული-გიორგი გიუნაშვილი; ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში რჩეულის, სოფო ჭინჭარაულის ფილმების ჩვენება მოეწყობა.

8.ლიტერატურა: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-ქეთი მათითაიშვილი; ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ რჩეულს ნინო ჭინჭარაულს 100 ელექტრონული წიგნი გადასცა საჩუქრად, ცენტრი კი მას წიგნს დაუბეჭდავს და გამოუცემს.

9. ფოლკლორი: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლი; ცენტრი თავის რჩეულს ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლს „ფერხისა“ დისკს გამოუცემს და კონცერტს მოუწყობს.

საღამოს დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment