fbpx

„რეალობა იქმნება დამკვირვებლისგან“- აინშტაინი

ავტორი ჟოლო
87 ნახვა

დიახ, სამყაროს ჩვენეულ აღქმასა, ანუ ჩვენს რეალობასა და თავად რეალობას შორის არსებობს უზარმაზარი განსხვავება. 
ამასთანავე თითოეული ადამიანი ქმნის სამყაროს საკუთარ მოდელს, რომელიც განსხვავდება აბსოლუტურად ყველა სხვა ადამიანის მოდელისგან.

მსოფლიოში არ არსებობს ორი ადამიანიც კი რომელთა ხელის თითების ანაბეჭდი ერთმანეთს ემთხვევა. ასევე არ არსებობს ორი ადამიანი რომელთა ცხოვრებისეული გამოცდილება ერთმანეთს ემთხვევა. ერთი კვერცხუჯრედის ტყუპების ცხოვრებაც კი ერთმანეთისგან განსხვავდება.

ყველა იმ გამღიზიანებლისგან, რომელიც ზემოქმედებს ჩვენზე ამ სამყაროში, ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ რამოდენიმეს და ეს არ არის რეალობა. ეს არის ჩვენი ინტერპრეტაცია გარემოსი. ჩემი, თქვენი, ყველას თავისი აქვს და ყველა განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ამიტომ არ შეიძლება იყოს მკაცრად განსაზღვრული რეალობა.

არსებობს მხოლოდ უსაზღვროდ მრავალი შესაძლებლობა და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.

ავტორი: ხვიჩა მებონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment