fbpx

როგორ მოვიქცეთ თუ ახლობელ ადამიანებს ჩვენი არ სჯერათ?!

ავტორი ჟოლო
304 ნახვა

ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ვერ შეძლებთ. ისინი არიან  მარცხს შეგუებული, წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი წარუმატებლობა რაღაცით გაამართლონ და მერე თქვენც დაგაკარგვინონ მომავლის იმედი.

როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ჩვენს ახლობელ ადამიანებს? დაივიწყეთ რას ფიქობენ ისინი და არასოდეს დანებდეთ!  არჩევანი ყოველთვის თქვენზეა. ან ამართლებთ სხვა ადამიანების რჩევებს, ან აგრძელებთ თქვენს გზას. მართალია, რთულია როცა არ სჯერა თქვენი ახლობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს, მაგრამ ეს დანებების მიზეზს არ გაძლევთ. მთვარია თქვენ გჯეროდეთ საკუთარი თავის. ყველა წარმატებული ადამიანი აღიარებს, რომ დასაწყისი ყოველთვის რთულია და წარმატებისკენ მიმავალი გზა, არავის უნახავს ვარდებით მოფენილი. ყოველთვის ხდება, რომ ”პირველად უარგყოფენ, მერე დაგცინიან, გებრძვიან, შემდეგ კი იმარჯვებ!”  ამიტომ გჯეროდეთ, რომ არსებობს ძნელი მაგრამ არ არსებობს დაუძლეველი, და თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მთელმა სამყარომ გაქციოთ ზურგი, იმედი არ დაკარგოთ და ამაყად განაგრძეთ დასახული მიზნისკენ შეუჩერებლად სვლა.

ვეთანხმები, იმ აზრს რომ რეალურად სხვების მხარდაჭერას ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ყოველი ასეთი შემთხვევა ერთ-ერთ გამოწვევად უნდა მივიღოთ. მასთან გამკლვება კი ჩვენი ვალდებულებაა.

და ბოლოს, ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა გაქციოთ ზურგი, ყოველთვის გაიხსენეთ ფილმიდან (The Pursuit of Happyness) სიტყვები:

“არასდროს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას. გაქვს ოცნება? მორჩა, მას უნდა მისდიო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს მიზნისთვის მიეღწიათ, გეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ. არ დაიჯერო… თუკი რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. ათვლა დაიწყო!’

ავტორი: მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment