fbpx

RPT განკურნების უმარტივესი გზა და ჩემი მაგია …

ავტორი დეა თავბერიძე
723 ნახვა
0 კომენტარი
2

RPT – საიმონ როუზის მიერ შექმნილი უნიკალური ტექნიკაა, მყისიერი პერსონალური გარდაქმნებით…

ეს არის განკურნების უმარტივესი გზა…

სწრაფი ცვლილება – სამუდამო შედეგით…

ეს მეთოდი მუშაობს ტრავმებზე, შიშებზე და ცხოვრებისეულ პრობლემებზე. მისი მეშვეობით გვეძლევა წვდომა არა მხოლოდ იმ ტრავმებსა და პრობლემებთან, რომლებსაც ჩვენი ცნობიერება ინახავს, არამედ მუცლადყოფნისა და ჩასახვის პერიოდთანაც. ასევე ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებასთან, საგვარეულო ტრავმებსა და ენერგიებთან.

RPT არ მუშაობს სიმპტომზე, ის მუშაობს ამ სიმპტომის მთავარ გამომწვევ მიზეზსა თუ მიზეზებზე. რეალურად ესაა განთავისუფლება შინაგანი დაბრკოლებებისაგან, ბორკილებისაგან, რომლებიც ხელშს გვიშლის ჩვენსავე შინაგან რესურსზე წვდომაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ RPT -ს არანაირი კავშირი არ აქვს სამედიცინო მკურნალობასთან ან რომელიმე რელიგიურ და ეზოთერიკულ პრაქტიკასთან.

მეტად თავს არ შეგაწყენთ ტექნიკის დეტალების ჩაშლით, არც იმის მტკიცებით, რომ შედეგი სამუდამოა.

უბრალოდ გეტყვით თუ რა მომცა მე ამ ტექნიკამ!

ჩემს პირად მაგალითზე მოგიყვებით, თუ რა შეცვალა ჩემს ცხოვრებაში და რას მაძლევს ის მუშაობის პროცესში…

როდესაც RPT – ით საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე მქონდა დეპრესიული ფონი, ვიყავი გაღიზიანებული და მტანჯავდა უძილობა,  ვერ შევიგრძნობდი ვერანაირ პოზიტიურ ემოციას.

ამ საკითხებთან დაკავშირებით მანამდე სხვადასხვა მეთოდითაც ვიმუშავე, თითქოს იყო შედეგები, მქონდა მშვიდი პერიოდებიც, მაგრამ ეტაპობრივად სიმპტომები ისევ ბრუნდებოდა.

RPT-თი დამუშავებული სიმპტომები და შიშები კი აღარ დაბრუნებულა!!!

რადგან

RPT კურნავს და არესურსებს ეპიგენეტიკურ კოდს და რეალურად იმ კოდის გადაპროგრამირება ხდება რაც მემკვიდრეობით გადმოგვილოცეს წინაპრებმა.

იმისთვის რომ უკეთ გავერკვეთ უფრო დეტალურად ჩავშლი.

არსებობს სამი ტიპის ტრავმა:

1. საყოფაცხოვრებო – ის რომელიც აქ და ახლაა გაცნობიერებული, წინაღობა რომელიც გვამძიმებს და ხელს გვიშლის მშვიდად ცხოვრებაში.

2. საკვანძო ტრავმა – საყოფაცხოვრებო ტრავმის წინაპირობა, რომელიც გამოვლინდა ჩვენს ბავშვობაში. (ბავშვობის ტრავმა, რომელიც შეიძლება იყოს პირველწყარო, ანუ რესურსული ტრავმა)

3. რესურსული ტრავმა – ტრავმა, რომლის დროსაც რეალურად დაიკარგა წვდომა რესურსთა. როგორც წესი რესურსული ტრავმები გვხვდება ჩვენს საგვარეულო სისტემაში.

სწორედ ამ სიღრმიდან იწყება განკურნრება და რესურსზე წვდომის აღდგენა.

ამიტომაცაა RPT საოცარი მოგზაურობა ცნობიერიდან, არაცნობიერის გავლით, კოლექტიურ არაცნობიერში. საგვარეულო სისტემაში, რომელიც ჩვენი აქ და ახლა არსებობის ფესვი და მამოძრავებელი ენერგიააა.

ამ მეთოდით ასევე ვმუშაობ პირად ცხოვრებასა და პარტნიორულ ურთიერთობებზეც და ჩემი კლიენტების ისტორიებიდან გამომდინარე ამ კუთხითაც საოცარ შედეგებს ვდებთ.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო გასაგები იყოს რამდენად ღრმა სამუშაო ტარდება და რამდენად ახდენს ზეგავლენას ის ადამიანის ცხოვრებაზე მოგიყვებით ერთ ქეისზე. (რა თქმა უნდა კლიენტის თანხმობით)

ქალბატონი 38 წლის ორი ოფიციალური ქორწინება და ასევე მესამე ურთიერთობა.

სამივე ურთიერთობა დამთავრდა მიტოვებით და რა თქმა უნდა იმედგაცრუებით. დავამუშავეთ არსებული საკითხი. წერტილოვნად დავამუშავეთ განვლილი ეტაპები, შიშები, ტრავმები და მუცლადყოფნა.

შედეგად მივიღეთ განკურნებული ტრავმები, ახალი რესურსული ურთიერთობა და შემდეგ ოჯახი, რესურსული და ფუნქციური.

ამიტომაც ვამბობ RPT  ეს არის ყველაზე პრაქტიკული და ყველაზე საოცარი მაგია დედამიწაზე…

ეს არის თავიდან დაბადება!!!

და ჰარმონია საკუთარ სულთან…

მუშაობის პროცესში იყო ენით აღუწერელი შეგრძნებები…

მე RPT თერაპევტი ვარ , ამიტომ ზუსტად ვიცი,  ის ადამიანი, ვინც ჩემს პირდაპირ ზის  და მზადაა, საოცარი მოგზაურობისათვის აუცილებლად მიიღებს „კურნებას“… ამას ჩემი და ჩემი კლიენტების გამოცდილებებიდან გამომდნინარე ვამბობ.

RPT  ეს ჩემი პირადი მაგიაა…

თამუნა ქურდაძე

https://bit.ly/43wh0D7

0 კომენტარი
2

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი