fbpx

საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე

ავტორი ნინო გონგაძე
694 ნახვა

=მოცარტმა მუსიკის წერა სამი წლიდან დაიწყო.

=ბილ გეითსი მილიონერი 31 წლის ასაკში გახდა.

=ჯულია რობერტსი პირველი მსახიობია კინოს ისტორიაში, ვინც ფილმში შესრულებული როლისთვის 20 მილიონი დოლარი მიიღო.

=ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო.

=მაქსიმ გორკი წუთში 4000 სიტყვას კითხულობდა.

=ალბერტ აინშტაინს არ შეეძლო თავისი ტელეფონის ნომრის დამახსოვრება.

=ნამზეური, იგივე ზაგარი მოდაში კოკო შანელმა შემოიტანა.

=ფილმში “7 წელი ტიბეტში” შესრულებული როლისთვის ბრედ პიტს ჩინეთში შესვლა აუკრძალეს.

=ნაპოლეონს კატების ეშინოდა.

=როდესაც ბეთჰოვენი თავის ცნობილ მეცხრე სიმფონიას წერდა იმ დროს ის აბსოლიტურად ყრუ იყო.

=ჯორჯ ვანშინგტონი შეხვედრებისას ხელს არ ართმევდა ხალხს ის უპირატესობას თავის დახრას ანიჭებდა.

=ონორე დე ბალზაკს ასეთი სიტყვები ჰქონდა ამოტვუფრული თავის ხელჯოხზე: “მე ყველა დაბრკოლებას ვამსხვრევ”.

=ნიკოლ კიდმანს პეპლების ეშინია.

=ჩარლი ჩაპლინი ებრაელი იყო.

=”ბითლზების” არც ერთმა წევრმა არ იცოდა მუსიკის ნოტების კითხვა. ბოლოს პოლ მაკარტნიმ თავისით ისწავლა.

=ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი თავის ნაწარმოებებს ყოველთვის ფეხზე დამდგარი წერდა.

=დიდი მეომარი ჩინგის ხანი გარდაიცვალა საწოლში, სექსის დროს.

=რომის იმპერატორს იულიუს კეისარს თავზე დაფნის გვირგვინი სიმელოტის დასამალად ეხურა.

=ამერიკელი გამომგონებელი, ჯინსების შემქნელი ლევი სტრაუსი თავად ჯინსებს არასოდეს ხმარობდა.

=ნათურის გამომგონებელ თომას ედისონს სიბნელის ეშინოდა.

=საფრანგეთის მეფე ლუი XIV_ს 400 საწოლი ჰქონდა.

=მწერალ რედიარდ კიპლინგს არ შეეძლო წერა თუ მელანი შავი ფერის არ იყო.

=მწერალი ჩარლზ დიკენსი სახით ჩრდილოეთისკენ იყო შებრუნებული როდესაც რამეს ქმნიდა და ასევე ძილის დროსაც.

=ამერიკელმა მილიარდელმა მაგნატმა ჯონ როკფელერმა 550 მილიონზე მეტი დახარჯა ქველმოქმედებაში.

=რუსეთის დედოფალ ელიზავეტა 1_ელს 15 000 კაბა ჰქონდა.

=სცენაზე გამოსვლის წინ ლუჩიანო პავაროტი წარმატებისთვის ჯიბეში მოღუნულ ლურსმანს იდებდა.

=პიკასოს ყველაზე ადრეულ ნახატებს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია, რადგან იმ პერიოდში მხატვარს შეშის ფული არ ქონდა და გასათბობად ღუმელში საკუთარ სურათებს წვავდა.

=ფელიქს მენდელსონი ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი, “საქორწინო მარშის” ავტორი 38 წლის ასაკში დაუქორწინებლად გარდაიცვალა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment