fbpx

სამი ნაბიჯი პრობლემის მოგვარებისკენ

ავტორი admin
9.6K ნახვა

1. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ანუ “ბუას” ჩახედეთ თვალებში”:)) და უთხარით: მე შენ გხედავ და შენ ხარ…( რაც არის).

2. დააზუსტეთ, რა ემოციას იწვევს ეს სიტუაცია თქვენში. რა არის ეს? შიში, ფორიაქი, იმედგაცრუება, საკუთარი თავით უკმაყოფილება, შფოთვა, სიბრაზე, მრისხანება თუ რა.

3. მიიღეთ ეს ემოცია. როგორ? მარტივად. უბრალოდ მიიღეთ :)))
უთხარით თქვენს თავს: მე ვღებულობ ჩემს სიბრაზეს, მე ვღებულობ ჩემს სიბრაზეს, მე ვღებულობ ჩემს სიბრაზეს… იმდენჯერ, სანამ არ იგრძნობთ, როგორ მოგეშვათ გულზე.

რა იფიქრეთ ახლა?
ეეეეჰ, ასე ადვილი რომ იყოს….
თუ – მოდი ვცდი:)))
ყველაფერი გენიალური მარტივია. სანამ არ ცდით, ვერ მიხვდებით მე გატყუებთ თუ მართლა მუშაობს ეს ტექნიკა.:))))

ეს სამი ნაბიჯი პრობლემას არ მოაგვარებს, მაგრამ სამი ნაბიჯი გადაგმული გექნებათ მისი მოგვარებისკენ.
როცა ემოციას გაუშვებთ, მერე დინჯად და სულ სხვა კუთხიდან შეგიძლიათ შეაფასოთ შექმნილი სიტუაცია და მოძებნოთ…. არა, დამნაშავეები არა:)))
გამოსავალი!!!!!!!!!!!!!!
გამოსავალი, რომელიც არსებობს ყოველთვის.

თამარ საგინაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment