fbpx

სინამდვილეში არაფერია – „შეუძლებელი“ !

ავტორი ჟოლო
3.1K ნახვა

„შეუძლებელია“ – ეს უბრალოდ გრძელი სიტყვაა, რომელიც პატარა კაცუნებმა მოიფიქრეს გულის დასამშვიდებლად, იცხოვრონ იმ ცხოვრებით რომელიც ფეხქვეშ მიუგდეს და აღარ ეძიონ საკუთარ თავში იმის ძალა, რომ უკეთესი რეალობა აღმოაჩინონ. „შეუძლებელი“ – არ არის ფაქტი, ეს მხოლოდ მოსაზრებაა.. „შეუძლებელი“ – ეს დროებითი ცნებაა. „შეუძლებელი“ არის იმ ადამიანის პოტენციალი ვინც ეს გზა აირჩია. სინამდვილეში არაფერია – „შეუძლებელი“ !

✔️

დაუთმე დრო ცეკვას, დახარჯე დრო ხატვაზე, მარტო ვარჯიშში გაატარე მოედანზე რამდენიმე საათი, მიეცი დრო შენს ოცნებებს და ყოველ დღე იგრძნობ როგორი ნიჭიერი ხარ, რამდენი შეგიძლია, სადამდე შეგიძლია. დახარჯე დრო იმაზე რაც გიყვარს არ აქვს მნიშვნელობა როგორ სულელურად ჟღერს ის სხვებისთვის – ეს შენი ცხოვრებაა, შენი დროა, იცხოვრე შენთვის. მიეცი საკუთარ თავს დრო!!!

✔️

რაღაც მოხდება და შემდეგ დავიჯერებთ, რომ შესაძლებელია – არა ასე არ ხდება. მე მჯერა და ესე იგი მოხდება, შენ დაიჯერებ და მოახდენ!!! შეუძლებელი არაფერია, ყველაზე რთულია დაიჯერო, შემდეგ ყველაფერი მოხდება!

✔️

ალბათ დამეთანხმებით, რომ ნახევრად შესრულებულ ან კიდევ დაუსრულებელ საქმეზე არასრულფასოვანი არაფერია. ვგულისხმობ გრძნობას, რომელსაც დაუსრულებელი საქმე გვიტოვებს. უპატიებელი შეცდომაა ასე მოექცე იმას, რაც გიყვარს, რისთვისაც სიცოცხლე გიღირს. მივიყვანოთ ყველაფერი ბოლომდე, დიდების გრძნობა აქედან იწყება.

✔️

მთავარია არა სხვა რას მოელის ჩვენგან, არამედ რეალურად ჩვენ რა გვინდა საკუთარი ცხოვრებისგან. მოდი გავთავისუფლდეთ და ვიცხოვროთ ორიგინალურად… სხვისი მოლოდინებით საკუთარ ცხოვრებას ვერ შექმნი.

✔️

“ნეტავ კარგი ექიმი ვიყო” – არ მუშაობს
“ნეტავ უკეთესი ადვოკატი გავხდე” – არ მუშაობს
“ნეტავ უფრო ძლიერი ვიყო” – არ მუშაობს
“ნეტავ” – არ მუშაობს!!!

ნატვრის დრო დამთავრდა, დავბრუნდეთ რეალურ სამყაროში.. ჩვენ ყველა ვნატრობთ… “ნეტავ მილიონი მქონდეს”, “იქნებ ეს ასე მოხდეს”, “რაკარგი იქნებოდა”… არა!!!

დაიწყე მოქმედება! ჩამოწერე ყველა შენი “ნეტავ”! ისწავლე შეცდომებზე! ნუ იჯდები და იფიქრებ, რომ რაღაცას მხოლოდ ნატვრით მიიღებ! სამყარო ასე არ მუშაობს! როცა რაღაც გინდა უნდა ადგე, უნდა დაგეგმო, უნდა იწვალო, უნდა ჩაფლავდე, კიდე უნდა იწვალო, ბევრი უნდა იფიქრო და მხოლოდ ამის შემდეგ გამოგივა…

ი მ ო ქ მ ე დ ე !

წყარო: მეთ ფრანკო

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment