“სულერთია, რაც უნდა იცხოვრო, მაინც „ეს“, „ამან“ და „ის“ იქნები…”
„ზოგიერთი ნაკლი ნიჭის საწინდარია, ზოგიერთი მარცხი – გამარჯვებისა.“„ნიჭი, ზოგიერთი ძაღლივით, პატრონსაც ერჩის.”
“ზოგ ფოთოლს უფრო მეტი თავგადასავალი აქვს, ვიდრე ადამიანს.”
“ადამიანი მიტოვებულია. არის მესაქონლობა, მეძაღლეობა და მებოცვრეობა, მაგრამ არ არის მე-ადამიანეობა.”
“ჰეი, თქვენ, ვინც ნიღბებს იკეთებთ, გახსოვდეთ, რომ სწორედ იმ წამს ძალიან შიშვლდებით.”
“შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რა უნდა მიაშენო? ან გარეთ რას გამოიტანს, რაც შიგნით არა აქვს…”
“ჩემი თავი რომ დავივიწყე, მაშინ დავმშვიდდი: ეს რამსიმძიმე ოხრობა ვყოფილვარ! დავმსუბუქდი, ამოვისუნთქე… ჭიანჭველაც ალბათ ასეა.”
“უდანაშაულოს ცრემლი სამყაროს ხელაა!”
“არის სიტყვები, რომელთა ძალაშიც ჩვენ მაშინ ვრწმუნდებით, როცა ჩვენზე წარმოითქმება.”
“კაცმა გაამჟღავნა გულისნადები და მარტო დარჩა.”
ბესიკ ხარანაული