ბავშვს 7 წლამდე უარი არაფერზე უნდა უთხრათო – გვასწავლის აღმოსავლური სიბრძნე… თუ ამას პირდაპირ გავიგებთ, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ბავშვს ყველა სურვილი უნდა ავუსრულოთ, ყველაფერზე უნდა დავეთანხმოთ,
ანუ
ვაჭამოთ 2 კილოგრამი ნაყინი სადილის ნაცვლად, თუ არ უნდა არ გავუშვათ სკოლაში, ნება დავრთოთ ცხვირში თითი იკიტინოს და გაუზრდელად მოიქცეს…
ოდესღაც მეც ასე გავიგე ეს ნათქვამი და ვიფიქრე „გაგიჟებულან აღმოსავლეთში- თქო“ 😉
…სინამდვილეში კი, აქ არ არის ნახსენები „ყველაფრის ნების დართვა“…ისინი მხოლოდ „უარის არ თქმას“ უსვამენ ხაზს….
ანუ…
ნაცვლად იმისა რომ უთხრათ – „ნაყინი ამდენი არ შეიძლება“ – უთხარით -„აუცილებლად გიყიდი ოღონდ ხვალ“
„არ წახვალ, სანამ არ შეჭამ“ – „წახვალ , როგორც კი შეჭამ“,
„ასე აღარ მოიქცე“ – „აჯობებს ასე და ასე მოიქცე“.
„ნუ ყვირი“ – „ხმადაბლა ისაუბრე“
„ნუ იქცევი უზრდელურად“ – „მოიქეცი ზრდილობიანად“
და ა.შ.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ეფექტის მოხდენა შეუძლია ამ მიდგომას…
თქვენც დაისვენებთ და თქვენი არაჩეულებრივი შვილებიც…
დაე მხოლოდ სიცილის და მხიარულების ხმა მოისმოდეს თქვენი სახლიდან ![]()
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი
