ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი დარწმუნებულია, რომ რწმენის და გონების ძალით ყველა დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. აქ არანაირი მისტიკა არ არსებობს. ლიპტონი ამ დასკვნამდე ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მივიდა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სწორად მიმართული ფსიქიკა და აზრი გენეტიკურ კოდს ცვლის.
წლების განმავლობაში, ლიპტონი გენური ინჟინერიით იყო დაკავებული. წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იგი ავტორია მრავალი გამოკვლევისა, რომლებმაც მას სამეცნიერო წრეებში სახელი გაუთქვეს. როგორც თავად აღნიშნავს, მას ისევე როგორ სხვა გენეტიკოსებს და ბიოქიმიკოსებს, სჯეროდა რომ ადამიანი ერთგვარი ბიორობოტია, რომლის ცხოვრება დაპროგრამირებულია და მთელი ინფორმაცია გენეტიკურ კოდშია ჩაწერილი. ამ თვალსაზრისით, გენები რა თქმა უნდა ადამიანის ორგანიზმში თითქმის ყველაფერს განსაზღვრავენ, გარეგნობას, ტემპერამენტს, დაავადებების მიმართ მიდრეკილებას. ამავე რწმუნებულებით არავის შეუძლია შეცვალოს საკუთარი გენეტიკური კოდი და უნდა შევეგუოთ იმას რაც ბუნებით გვიწერია.
გარდამტეხი მომენტი, რამაც ექიმის შეხედულებები შეცვალა, 1980 წლის ბოლოს ჩატარებული ექსპერიმენტები გახდა. იგი უჯრედის მემბრანას იკვლევდა. ამ პერიოდამდე მეცნიერება თვლიდა, რომ სწორედ უჯერდში მოთავსებული ბირთვი იყო პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა უნდა გაეტარებინა მემბრანაში და რა არა. მაგრამ აღმოჩნდა რომ გარკვეულ ზემოქმედებას შეიძლება შეეცვალა ეს პროცესი.
ლიპტონი დაინტერესდა, შესაძლებელი იყო თუ არა ეს პროცესი გონების მიერ ემართა.„პრინციპში, მე ახალი არაფერი გამომიგონია ამბობს ლიპტონი – ექიმებისთვის აქამდეც კარგად იყო ცნობილი პლაცებოს ეფექტი, როცა პაციენტს მისგან დამოუკიდებლად ნეიტრალური წამალს ვაძლევთ, ის დარწმუნებულია, რომ მას მედიკამენტი განკურნავს და ინკურნება კიდეც. ეს პროცესი დღემდე გაუგებარია მეცნიერებისთვის. ჩემი აღმოჩენა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ – ადამიანის გონებას ძალუძს ზემოქმედება განახორციელოს მის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის მოლეკულების დონეზე. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი რა თქმა უნდა არ არის, ადამიანს ბოლომდე უნდა სჯეროდეს, რომ მას საკუთარი სხეულის მართვა შეუძლია და ამაში ის 50 ტრილიონი უჯრედიც უნდა დაარწმუნოს რომლისგანაც ის შედგება.“
ლიპტონმა გამოკვლევებით დაამტკიცა, რომ გენეტიკაზე ზემოქმედება მხოლოდ აზრისა და გონების მეშვეობით არის შესაძლებელი. ახალმა სამეცნიერო მიმართლებამ, რომელიც გენეტიკაზე ზემოქმედებას სწავლობდა „ეპიგენეტიკის“ სახელიც მიიღო. გენეტიკურ კოდზე მთავარ ზემოქმედების ძალას ლიპტონი არა გარეთ, არამედ ადამინის შიგნით, მისივე ორგანიზმში ხედავს.
„არც ამაშია რაიმე განსაკუთრებული, ცნობილია, რომ ორი ადამიანიდან, რომლებსაც ერთი და იგივე მიდრეკილება გააჩნიათ კიბოსადმი, დროთა განმავლობაში შესაძლებელია, ერთს დაემართოს, მეორეს კი არა. იმიტომ, რომ ისინი განსხვავებულად ცხოვრობდნენ, მათ განსხვავებული სტრესები, ემოციები, თვითშეფასება ჰქონდათ. ადამიანი დედამიწის სხვა არსებებისგან სწორედ ამით განსხვავდება. ჩვენ შეგვიძლია რწმენის მეშვეობით საკუთარ ორგანიზმზე ვიმოქმედოთ. დაიჯერეთ, რომ თქვენ განიკურნებით და ეს მართლაც მოხდება. დაარწმუნეთ საკუთარი თავი იმაში, რომ გახდებით 50 კილოთი ნახლები და ეს მართლაც მოხდება“– ამბობს ლიპტონი.
მაგრამ ყველაფერი ასე იოლი რომ იყოს, ყველა ადამიანი შეძლებდა მარტივი მანტრების “მე ჯანმრთელი ვარ” ან „მე განვიკურნები“ თქმის შემდეგ გამოჯანმრთელებულიყო. სამწუხაროდ ეს ფსიქიკის მხოლოდ 5%-ში აღწევს. დანარჩენი ქვეცნობიერის 95%-ს ეს არ ეხება. რადგან სრულიად ავტომატურად, თავად ორგანიზმს არ სჯერა ამ ფაქტის. გაცილებით ადვილია დაიჯერო რომ ცუდი პროცესები მიმდინარეობს შენს ორგანიზმში, ვიდრე პოზიტიური. ეს ყველაფერი ავტომატურ დონეზეა. როგორც ლიპტონი აღნიშნავს, ეს ყველაფერი ადამიანის გონებში ბავშვობაში ილექება. დაბადებინად 5-6 წლამდე მიღებული გამოცდელება, მშობლების გაფრთხილება, ტრამვები, ეს ყველაფერი გონებაში „გამოცდილების“ სახით ილექება. სწორედ ეს ნეგატიური გამოცდილებაა, რომელიც გაცილებით ადვილად აღიქმება გონების მიერ, ვიდრე დადებითი, პოზიტიური მოვლენები.
უმეტესობის გონებაში 70% მოვლენებისა ნეგატიურია, ხოლო პოზოტიური მხოლოდ 30%. სწორედ ამ ბარიერის გადალახვაა საჭირო, რომ გონებამ ის გააკეთოს, რასაც მოისურვებს თავად ადამიანი.
ლიპტონი დღემდე არ წყვეტს თავის ექსპერიმენტებს. იგი უმარავ ფორუმს მართავს, სადაც ცდილობს ტრადიციულ მედიცინასა და ალტერნატიულს შორის ერთგვარი ხიდი ააგოს. მის მიერ ჩატარებულ ფორუმებზე, აკადემიკოსებთან და მეცნიერებთან ერთად სხედან ხალხური მედიცინის წარმომადგენლები, ექსტრასენსები, მაგები და ჯადოქრები. სწორედ ასეთ ერთობლივ მუშაობაში და სიმბიოზში ხედავს ლიპტონი მეცნიერების წარმატების საფუძველს.
რაც მთავარია იფიქრეთ და იაზროვნეთ პოზიტიურად – გვირჩევს გენეტიკოსი და აქაც მარტივი მაგალითი მოჰყავს. წარმოიდგინეთ, რომ თვალს ახელთ და ხედავთ ადამიანს, რომელიც გიყვართ, ამ დროს თქვენს ორგანიზმში უამრავი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა, რომლის წყალობითაც თქვენ პირდაპირი გაგებით ანათებთ. თქვენი იმუნური სისტემა ძლიერდება და უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ხართ. საპირისპირო რამ ხდება გარემოს მტრულად აღქმის შემთხვევაში. დაავადებების მიმართ დაუცველი ხდებით და თქვენი გარეგნობაც შესაბამის იერს იღებს. ასე რომ ეცადეთ დაარწმუნოთ 50 ტრილიონი უჯრედი და პირეველ რიგში საკუთარი ტვინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი რწმენა აკონტროლებს ჩვენს სხეულს და ჩვენს გონებას, აქედან გამომდინარე კი ჩვენს ცხოვრებას.