fbpx

გააკეთე ისე , რომ სახალწლო ოცნებები აგიხდეს

ავტორი ჟოლო
69 ნახვა

შეგიძლიათ მიპასუხოთ: არის თქვენ შორის ის, ვინც ცდილობს ახალ წელს შეხვდეს ახალი გაზრებებით, შეხედულებებით, ჩვევებით და  უნარებით???

რატომ ახალი წელი მაინც და მაინც?

ხომ შეიძლება, ყოველი დილა დაიწყოს ახლიდან?

ახალი დილა, ახალი დღე…

დღე, რომელიც არ ჰგავს გუშინდელს…

ცინცხალი დღის, ცინცხალი არჩევანი…
რატომ ვირჩევთ ახალს და არ მივირთმევთ, არ ვიცმევთ ძველს?

………………………………………

მაშ, რატო ხდება ისე, რომ ადამიანების მეტი ნაწილი თანახმაა, მოძველებული გამოფიტული, უგემური და ხშირად აუტანელი აზრებით იცხოვროს?!

აი, ისევ დეკემბერია და რამოდენიმე კვირა დარჩა ახალ წლამდე.

ცხოვრობთ ილუზიაში, რომ  ყველაფერი შეიცვლება, ახალი წლის ღამეს ჩათქმული სურვილების შესაბამისად. მრჩეველები კი იხარეთ იმდენია: ახლობლები, დაქალები… ინტერნეტი… ასარჩევად არის საქმე???

ილუზია, ყველაზე ტკბილი რამეა ამ სამყაროში
ბევრი ჩვენთაგანისთვის, ახალი წლის ღამის ზღაპარი, გადაიქცევა ხოლმე ძველი, უკმაყოფილო გასული წლის დასამშვიდებელ აბად. წინასაახალწლო ფორიაქი ახალი წლის საუკეთესოდ გატარების არჩევანში (რომ მთელი წელი ასე დაგებედება) – ეს არის გემრიელი აბი, რომელიც ადამიანს აძლევს შეგრძნებას, რომ ყველაფერი იქნება კარგად..

ახალი წელი, არის საუკეთესი საშუალება არა მხოლოდ საჩუქრების საყიდლად და კარგად დროის გასატარებლად,
არამედ,  შესაძლებლობაა დაიწყო მოქმედება და რეალურად შეცვალო ცხოვრებაში რამე (ეს ასევე ეხება დანარჩენ, რიგით, ჩვეულებრივ ახალ დღესაც!)


სამი წესი სურვილის განხორციელებისთვის:-00

1. ისურვე მთელი გულით, მხოლოდ ერთი რამ (აიღე უმთავრესი სურვილი და არა ყველა ერთად).

2. იმოქმედე, მიმდინარე დროისთვის შენთვის ხელმისაწვდომი ყველანაირი საშუალებებით.

3. ყოველთვის გახსოვდეს  შენი ოცნება!
დავიწყებულ ოცნებებს, აქვთ ერთი ცუდი თვისება – შურისძიება, დეპრესიის და უაზრო ცხოვრების სახით.

თუ არ შეგიძლია გამოყო პრიორიტეტული მიზანი, მაშინ გახადე ეს უკანასკნელი შენს პრიორიტეტად.
იმისათვის, რომ ახალი წელი გახდეს გადახალისებული – უნდა გადაახალისო შენი თავი: წესებით, ჩვევებით, შეხედულებებით, ურთიერთობებით. შეიცვალე მსოფლხედველობა და შენი ახალი წელიც გახდება ნამდვილად ახალი!

და სერთოდ საიდან მოვიდა ის იდეა, რომ ახალი წელი მხოლოდ 31 დეკემბრის ღამეს თენდება 1 იანვრისთვის???!!!?

გახადე ყოველი ახალი გათენებული დღე, ახალი წლის პირველი დღის სადარი.

03c3c848-050b-4e2a-94aa-eaafedd7ac19დაიჯერე სასწაულები და იყავი ამ საწაულების შემოქმედი!

იოცნებე და იმოქმედე!

განავითარე ფანტაზია და შემდეგ განახორციელე!

ნუ შეეკითხები ნურავის, შეიძლება თუ არა!

ერთადერთი ნებართვა, რომელიც გჭირდება ეს ნებართვაა –  თავთან!

ერთადერთი თანხმობა, რომელიც გჭირდება, არის თანხმობა –  თავთან!

ერთადერთი მხარში დგომა, რომელიც გჭირდება –  ეს გააზრება, რომ ხელში გქვს სასწაული, შენივე ცხოვრების სახით!
ბედნიერება და  ულევი სიხარული თქვენ, ჩემო ძვირფასებო!

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment