ხილი და ბოსტნეული რომ ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა ჩვენგანმა იცის, თუმცა ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით სასარგებლოა. ავოკადოს დადებით თვისებებზე ბევრი საუბრობს, ჩვენ წარმოგიდგენთ მიზეზებს რატომ უნდა მიირთვათ ის ყოველდღიურად.
ადამიანის ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სხვადასხვა მინერალები. დღეში ერთი ცალი ავოკადო თქვენს სხეულის მისცემს: ვიტამინ K-ს, ვიტამინ C-ს, ვიტამინ E-ს, ფოლიუმს და რკინას;
ავოკადო სავსეა ანტიოქსიდანტებით და მისი მიღება ანელებს კანის დაბერების პროცესს;
ეს ხილი ერთ-ერთი საუკეთესოა სისხლის წნევის პრობლემებთან საბრძოლველად;
თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ ყაბზობა, ავოკადო სწორედ ის ხილია, რომელიც ყოველდღიურად უნდა მიირთვათ;
ანთებითი პროცესები ორგანიზმში საკმაოდ ხშირი პრობლემაა, ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ავოკადო ამ პროცესსაც შესანიშნავად ებრძვის;
აკონტროლებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში;
ამცირებს გულის შეტევის რისკს;
დაგიცავთ კიბოს განვითარებისგან;
აუმჯობესებს მხედველობას;
ებრძვის ართრიტს;
გიცავთ ალცჰაიმერის დაავადებისგან;
არის დიეტური საშუალება;
ორსული ქალბატონებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლის მჟავას;
საუკეთესოა დიაბეტიანებისთვის;
ანიჭებს თქვენს თმას ბრწყინვალებას, შეგიძლიათ ავოკადოს ზეთი თმაშიც შეიზილოთ;
ამაგრებს ძვლებს;
ამცირებს ტკივილს;
არის ენერგიის საუკეთესო აღმდგენი.