fbpx

დიდ წარმატებას განსაზღვრავს იმ კითხვების მასშტაბი, რომლებსაც ვუსვამთ საკუთარ თავს

ავტორი ჟოლო
76 ნახვა

რატომ გვიმარჯვებ მე? [მხ. ფილმ “გადარჩენილი”-ს მოტივებზე]

რამდენიმე თვის წინ, პრაქტიკუმ “თვითდისციპლინა”-ში გვქონდა დავალება, გვენახა ფილმი “გადარჩენილი” და გაგვეკეთებინა პატარა ჩანახატი.

გთავაზობ ამ ჩანახატს…

როდესაც გონს მოვეგე ფსკერზე ვეგდე [როგორც გლაასი]. გრძნობის უნარი ჯერ კიდევ შემრჩენოდა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი. შევეცადე ხელი გამემოძრავებინა, მაგრამ ამაოდ… ფეხის განძრევა ვცადე – უშედეგოდ…

ვგრძნობდი, რომ ჩემი გადარჩენის შანსი მიმალური იყო – ერთი ათთან.

ერთი მომენტი დავნებდი და ვთქვი: მორჩა, ყველაფერი დამთავრდა… დიახ, აი ასე უაზროდ დამთავრდა…

შემდეგ კი მოვეშვი… ვიფიქრე ასე ვეგდებოდი ცივ ყინულზე და ნელ-ნელა მოვიდოდა მკაცრი სიკვდილიც…

არ ვიცი რამდენ ხანს ვეგდე ასე… მაგრამ რაღაც მომენტში უცნაური ხმა მომესმა… ეს ხმა იმდენად ჩუმი იყო, რომ ვერაფერი გავიგე და ყურადღება დავძაბე… ვიგრძენი, რომ ამ ხმაში იყო რაღაც, რასაც ვერ ვხსნიდი.

გავირინდე და მოლოდის მივეცი იმ იმედით, რომ ხმა კვლავ გამეორდებოდა… ამ ლოდინში, უეცრად რაღაც გავაცნობიერე… მე გამიჩნდა საზრისი… დიახ, ხმის გაგონების საზრისი…

საზრისმა მომცა ძალა და გავინძერი… აქ კი ხმა გამეორდა და მე შევძელი სიტყვების გარჩევა…

– რატომ გავიმარჯვებ მე?

ეს იყო შეკითხვა… შეკითხვა საკუთარ თავთან… რამაც მოქმედებაში მოიყვანა აზროვნების პროცესი და გააჩინა ენერგია.

– იმიტომ რომ მე მაქვს მამოძრავებელი ფასეულობები. ჩემი მთავარი, მამოძრავებელი ფასეულობაა – ერთობა [საკუთარ თავთან; მეუღლესთან; გუნდთან; კლიენტებთან; ბუნებასთან]

– იმიტომ რომ მე მაქვს სულიერი იდენტობა: მე ვარ ზეციურისა და მიწიერის კონტაქტის წერტილი!

– იმიტომ რომ მე მაქვს პროფესიონალური იდენტობა: მე ვარ ბიზნესმენი და ვქმნი მაღალეფექტურ, თვითკმარ ბიზნეს-სისტემებს, რომლებიც მინიმალური ძალისხმევით იძლევა მაქსიმალურ შედეგს!

– იმიტომ რომ მე მაქვს მთავარი შეკითხვა საკუთარ თავთან: როგორ გამოვამჟღავნო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი აქ და ამჟამად მომენტში, რათა შევძლო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის სრულად რეალიზება?

– იმიტომ რომ მე მაქვს ძლიერი მხარეები: ლიდერობა; ორატორობა; ქაოსის სისტემატიზება; ადამიანების შთაგონების უნარი.

– იმიტომ რომ მე მაქვს მისია: ჩემი მისიაა პირადი მაგალითით შთავაგონო მილიონობით ადამიანი და შევცვალო მათი აზროვნება!

მე ვჭირდები მილიონობით ადამიანს და არ მაქვს აქ სიკვდილის უფლება. ამის დროც მოვა, აუცილებლად მოვა, მაგრამ არა ახლა… ახლა არა…

მე გადავრჩი და გავიმარჯვე, რადგან მქონდა პასუხი… მტკიცე პასუხი.

P.S. მოკლედ, ჩემო მეგობარო, ამ პატარა პოსტით იმის თქმა მინდა, რომ – დიდ წარმატებას განსაზღვრავს იმ კითვების მასშტაბი, რომლებსაც ვუსვამთ საკუთარ თავს.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ადამიანს რომელსაც კითხვა არ უჩნდება – მკვდარია! ხოლო დასმული კითხვების ხარისხი, განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს.

გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment