ერთხელაც ბაყაყმა გადაწყვიტა მოეწყო შეჯიბრი ბაყაყებს შორის, თუ ვინ დაიპყრობდა პირველი კოშკს.
შეჯიბრის დღეს, სეირის საყურებლად შეგროვდა ძალიან ბევრი მაყურებელი. ყველას უნდოდა ენახა ბაყაყებიის ხტუნვა და ბევრი ეცინა მონაწილეებზე. რა თქმა უნდა, არც ერთ მაყურებელს არ სჯეროდა, რომ რომელიმე ბაყაყი შეძლებდა სიმაღლეზე ბოლომდე ასვლას.
შეჯიბრი დაიწყო. ყველა მხრიდან გაისმა შეძახილები:
– არაფერი გამოუვათ!
– შანსი არ გაქვთ! კოშკი ძალიან მაღალია!
ბაყაყები ერთი მეორეზე მოყოლებით ცვიოდნენ, მაგრამ ზოგიერთი ჯერ კიდევ მიხტოდა.
ბრბო ხმამაღლა გასძახოდა დარჩენილ მონაწილეებს:
– ძალიან რთულია!!! ვერც ერთი ვერ შეძლებთ ამას!
მალე, ყველა ბაყაყი დაიღალა და ჩამოვარდა. გარდა ერთისა. რომელიც სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა… ის იყო ერთადერთი ვინ მიაღწია კოშკის წვეროს.
დაუწყეს გამოკითხვა გამარჯვებულს – როგორ მოახერხა ეპოვა თავში ძალები.
აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული იყო ყრუ.
* * *
იქნებ,ზოგჯერ ჩვენთვისაც ჯობდეს სხვების ეჭვების, აზრების, შეხედულებების და ზოგჯერ შექებების მიმართაც, დავრჩეთ ყრუდ?
თქვენ რას ფიქრობთ, ამის შესახებ?
შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი გამოხმაურება კომენტარების სახით. მადლობა, რომ გვსტუმრობთ.
პატივისცემით თამარ კვარაცხელია
წყარო:https://zrda.wordpress.com/