და როცა არ გვინდა და იქ ვმუშაობთ, ესეც ჩვენი არჩევანია – ვმუშაობდეთ იქ, სადაც არ მოგვწონს…
ვმუშაობდეთ სადაც მხოლოდ ხელფასი მოგვწონს,
იქ სადაც შეურცხყოფას გვაყენებენ,
იქ სადაც მზად ვართ მთელი ცხოვრება გავატაროთ და ვატარებთ კიდეც….
…რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეს თქვენი არჩევანია.
და თუ თვლით, რომ ასარჩევად არ გქონდათ საქმე, დამიჯერეთ – ესეც თქვენ აირჩიე:)
რა საკვირველია გაუაზრებლად ვაკეთებთ ხოლმე ჩვენდა საზიანო არჩევანს, თუმცა ყოველთვის შეგვიძლია თავიდან გავიაზროთ და თავიდან ავირჩოთ.
თუ არ მოგწონთ რასაც აკეთებთ , მოდით წავიმუშავოთ ამ საკითხზე:
#1. დაწერეთ ფურცელზე: – მე ეს სამსახური ( ან ეს დატვირთვა, საკეთებელი) მაწყობს, რადგან….
და გააგრძელეთ ეს წინადადება. 20 ვარიანტი მოიფიქრეთ, რატომ გაწყობთ ეს სამსახური.
#2.ახლა დაწერეთ: – მე უფრო მაღალ თანამდებობაზე ყოფნა და უფრო მაღალი ანაზღაურება არ მაწყობს, რადგან…….
და ისევ 20 პასუხი.
#3. ამოწერეთ ყველა ის შიში და პასუხესმგებლობის აცილება რომელსაც აღმოაჩენთ და სათითაოდ დაიწყეთ მათი დამსხვრევა – გააკეთეთ ის, რისიც გეშინიათ და მიხვდებით, რომ გაცილებით მეტი შეგიძიათ ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ.
მშვიდობის დილა და წარმატებული დღე.