fbpx

”რა ბედნიერი ვარ ამდენი კეთილი ადამიანი რომ არსებობს ამ ქვეყანაზე” – სტიქიით დაზარალებულებს მოქალაეები ეხმარებიან

ავტორი ჟოლო
23 ნახვა

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი საინტერესო პოსტს და ფოტოსურათს აქვეყნებს.

 

„დღეს ბაზრობაზე რომ მივედი დაზარალებულებისათვის ნივთების საყიდლად, გამყიდველებმა როდესაც გაიგეს ვისთვის ვყიდულობდი, ყველა მხრიდან მორბოდნენ და პარკებში გვიტენიდნენ საკუთარი დახლებიდან აღებულ საქონელს, რაღა თქმა უნდა უსასყიდლოდ. ხვალაც მოდითო გვითხრეს, რაღაცებს აგიგროვებთ და წაუღეთ ხალხსო. გული ამიჩუყდა… რა ბედნიერი ვარ ამდენი კეთილი ადამიანი რომ არსებობს ამ ქვეყანაზე.“

 

13 ივნისის ღამით მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს, მოხალისეებს შეუძლიათ ნივთები უბნს გამგეობებში მიიტანონ, საიდანაც მათი გადანაწილება მოხდება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment