fbpx

რა ვუთხრათ ქმარს ყოველდღე და როგორ შევქმნათ მყარი და ჰარმონიული ურთიერთობა

ავტორი ჟოლო
134 ნახვა

მე შენ მიყვარხარეს ის მარტივი წინადადებაარომელიც ყოველდღე უნდა უთხრათ  ქმარს“ – ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და იმკანონებზე “ გვესაუბრება, რაც ურთიერთობის გასამყარებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ.

თამარ კვარაცხელია: ყველა ოცნებობს, რომ მეუღლესთან  ჰქონდეს ბედნიერი, მშვიდი და მყარი ურთიერთობა.

როგორ მივაღწიოთ ამას?

რა უნდა ვუთხრათ და როგორ უნდა მოვიქცეთ?

მყარი ურთიერთობის შენება – ეს ერთ-ერთი რთული და ამავე დროს სასიმოვნო პროცესია… ყოველივე უნდა აკეთო იმისთვის, რომ იყო ბედნიერი.

ბევრი  გათხოვდა და ფიქრობს „უკვე, რა მენაღვლება“… ნურას უკაცრავად… სწორედ ოჯახის შექმნის მერე, უფრო ზუსტად გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, უნდა დაიწყოთ აქტიური ზრუნვა იმაზე, თუ როგორ შექმნათ ჰარმონიული გარემო.

უმრავლესობას თვითდინებაზე აქვს პროცესები მიშვებული, ითხოვენ ბევრს, მაგრამ რას გასცემენ არ უფიქრდებიან. ოჯახი კი ყოველდღიური ზრუნვაა… და თუ თქვენ თავში გიტრიალებთ მცირეოდენი აზრიც კი, რომ „მეტი საქმე არ მაქვს“… თამაშგარე მოთამაშის როლს მიიღებთ საბოლოოდ.

გაგიგიათ ალბათ,- ყოველი წარმატებული კაცის უკან დგას ქალი, რომელიც მას უგებს, იღებს ისეთს როგორიც არის და უყვარს…

არ არსებობს იდეალური ურთიერთობის დაწერილი წესები, მაგრამ ამის მისაღწევად, არის რამდენიმე უბრალო საშუალება, რომელთა ყოველდღიური შესრულების შედეგად  შესაძლებელია მიაღწიოთ ჰარმონიულ ურთიერთობას. დაჰპირდით საკუთარ თავს რომ მომდევნო 90 დღის განმავლობაში ეტყვით თქვენ მეუღლეს შემდეგ, ქვემოთ ჩამოთვლილს. თუ თქვენ ამას გააკეთებთ – მალევე შეიგრძნობთ თქვენივე ქმედებით განხორციელებულ სასწაულს. თქვენ გახდებით სამაგალითო და მომხიბვლელი წყვილი. პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია – თქვნი ურთიერთობები მოვა ჰარმონიაში.

ერთი პირობაა – ნუ ეცდებით თავის მოტყუებას, რომ ვითომ ყველაფერს ასრულებთ, ამ დროს კი არ ხართ გულწრფელი. ელაპარაკეთ მეუღლეს გულწრფელად და მთელი გულით.

მაშ მზად ხართ?

დავიწყოთ:

I_love_youმე შენ მიყვარხარ

მე შენ მიყვარხარ – ეს ის მარტივი წინადადებაა, რომელიც ყოველდღე უნდა უთხრათ  ქმარს. მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა. მხოლოდ საჭიროა დარწმუნდეთ, რომ აკეთებთ ამას გააზრებულად. თუ თქვენ ძალიან ხშირად და გაუაზრებლად წარმოთქვამთ ამ სიტყვებს – თქვენ დაუკარგავთ მას აზრს.

შეეცადეთ უთხრათ მას ეს სიტყვები, როცა ის შეძლებს თქვენს გაცინებას ან რამე გრძნობებს აღგიძრავთ, რომელიც თქვენ ერთი მთლიანობის შეგრძნებას გგვრით…  ამ სიტყვების წარმოთქმისას თქვით ის, მთელი გულით, რომ თქვენმა მეუღლემ შეიგრძნოს სხვაობა.

ჰკითხეთ:

როგორ ჩაიარა დღემ?

წარმოთქვით ეს სიტყვები გაცნობიერებულად და არა მექანიკურად. თუ თქვენ ყოველდღე დასვამთ ამ შეკითხვას, იგრძნობთ ძლიერ კავშირს თქვენს მეორე ნახევართან… ჰკითხეთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლითაც ის ყოველდღიურად არის დაკავებული.

ჰკითხეთ – რამ გააღიზიანა და რამ გაახარა. როცა საშუალებას აძლევთ თქვენს მეუღლეს გაგიზიაროთ მისი ცხოვრების სხვა მხარე, თქვენ ავსებთ იმ სივრცეს როცა ერთად არ ხართ. ეს ძალიან დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რატომ არის თქვენი საყვარელი ადამიანი ცუდ ხასიათზე და გაახაროთ ის…

მე შენ მხარს გიჭერ

წაახალისეთ თქვენი მეუღლე, უთხარით რომ მხარს უჭერთ მას გადაწყვეტილებებში. დაუდექით გვერდით და დაეხმარეთ მიზნის მიღწევაში. ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით და თუ ის იგრძნობს, რომ მის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით ჰყავს, მაშინ  „შეუძლებელს შეძლებს“ და როგორც იტყვიან „მთებს გადადგამს“.

1321137500_nasilie-v-semeმაპატიე

ზოგჯერ ისეთ რამეს ვიტყვით, რომ სრულებით არ ვუკვირდებით რაც შეიძლება მეორე მხარემ სხვანაირად მიიღოს. ბედნიერ წყვილებში ჯიუტობის ადგილი არ არის, ამიტომ თუ არასწორი ხართ – უბრალოდ მოიხადეთ ბოდიში. მოიბოდიშეთ იმისთვის, რომ გაბრაზდით. მოიბოდიშეთ იმიტომ, რომ აწყენინეთ საყვარელ ადამიანს. მოიბოდიშეთ იმ რაღაცებზეც კი, რაშიც არ ხართ დამნაშავე. მობოდიშებით თქვენ აჩვენებთ თქვენს ქმარს, რომ სწუხართ, რომ გაუფუჭეთ მას დღე და რომ თქვენ ის, მაინც ძალიან გიყვართ.

მე ვარ აღფრთოვანებული შენი ჭკუით და გონიერებით

აუცილებლად უთხარით საკუთარ ქმარს, რომ აფასებთ მის აზრს. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ მას თვლით გონიერ, ჭკვიან, ნიჭიერ, ზოგჯერ უცნაურ, მაგრამ ხალისიან და რომანტიკულ პიროვნებად. თქვენ უნდა იცხოვროთ მთელი ცხოვრება ერთად, ოდესღაც ფიზიკური სილამაზე გაქრება. ამ გრძელ გზაზე, რასაც თანაცხოვრება ჰქვია, ძალიან მნიშვნელოვანია შეახსენოთ, რომ ის თქვენ გიყვართ არა მარტო გარეგნობისთვის, არამედ მისი გონიერებისთვისაც.

მე პატივს გცემ

ქმრის პატივისცემა მნიშვნელოვანია რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თქვენმა ქმარმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ ძალიან აფასებთ მის აზრს, აღფრთოვანებული ხართ მისი საქმეებით და ქმედებებით. როცა ადამიანი გრძნობს, რომ  მას აფასებენ, ის თავს გრძნობს ბედნიერად და დაცულად – სწორედ ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ მყარ ურთიერთობებში.

მე არ გეთანხმები

ამ დროს გამოჩნდება მეუღლის მიმართ პატივისცემა – როცა ეტყვით, რომ რაღაცაში არ ეთანხმებით. აუცილებელი არ არის ყველფერში მორჩილად და უსიტყვოდ დაეთანხმოთ. არ მოატყუოთ, რაც არ მოგწონთ უთხარით. თქვენ ხართ ერთი მთლიანი და თქვენი ძალა ერთობაშია – აზრობრივად და ქმედებებით. გამოხატეთ და გამოთქვით თქვენი აზრი, მაგრამ გააკეთეთ ეს პატივისცემით. შესთავაზეთ განსხვავებული ხედვა, შესაძლებლობა, იდეა, აზრი. ამით თქვენ სრულიად შესაძლებელია დაეხმაროთ მას იპოვოს საკითხის სხვა, უკეთესი ამოხსნა, რომელიც დამოუკიდებლად შეიძლება ვერც ეპოვნა.

მოდი წავიდეთგავაკეთოთ…. ვცადოთ.

საერთო თავგადასავლები. ურთიერთობებში ემოციები და განცდები აუცილებელი პირობაა. თქვენ უნდა ეცადოთ საერთო გამოცდილების და მოგონებების დაგროვებას. დაგეგმოთ ახალი თავგადასავლები… იოცნებეთ გოაზე წასვლაზე, მანამდე მოიარეთ საქართველოს კუთხეები, მოიფიქრეთ ნებისმიერი სხვა თავგადასავალი, რომელიც  მოგიყვანთ აღფრთოვანებაში. სინჯეთ რამე ახალი ერთად.

ღამე მშვიდობისა70317835_1297020827_100303041249946845555349

აუცილებლად დაასრულეთ დღე  მის მიმართ კეთილგანწყობით, თუნდაც მთელი დღე არ გილაპარაკიათ ან ნაჩხუბრები ხართ (განსაკუთრებით ამ შემთხვევაში). ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც კომუნიკაციის უამრავი საშუალებაა. ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეგიძლიათ ოკეანის გადაღმა ილაპარაკოთ. ასე რომ, არავითარი თავის გამართლება არა აქვს თუ დაუმშვიდობებლად დაწვებით დასაძინებლად. ეს არის, არა მხოლოდ პრაქტიკული  და ტაქტიკური საშუალება აცნობოთ ქმარს, რომ მიდიხართ დასძინებლად, არამედ ამით მას აგებინებთ, რომ თქვენ ფიქრობთ მასზე.

ეს მოკლე შემოთავაზებები, რომელთა დახმარებით თქვენ თვალწინ მოხდება თქვენი მეუღლის ტრანსფორმაცია. შევეცდები შემდეგ თემაში ჩამოვაყალიბო ის სიტყვები, რომლებიც არ უნდა გამოიყენით მეუღლესთან ურთიერთობებისას, კერძოდ კამათის დროს.

გიყვარდეთ და იყავით ბედნიერნი.

     ქოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია

 https://zrda.wordpress.com

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment