fbpx

რითი მოვიკლათ წყურვილის გრძნობა სიცხეში

ავტორი ნინო გონგაძე
332 ნახვა

წყურვილის მოკვლა თაკარა სიცხეში უმჯობესია მომჟავო, უშაქრო სასმელებით. იდეალური ვარიანტია ცხელი ჩაი ლიმონით, რომელიც თავდაპირველად ორგანიზმის ტემპერატურას მაღლა სწევს და ოფლდენას იწვევს, სამაგიეროდ, სწრაფად აგრილებს ორგანიზმს.

ამასთან, ჩაი შესანიშნავად არეგულირებს წყალმარილოვან ბალანსს. ჩაის ნაცვლად შეიძლება ლიმონის ან ფორთოხლის რამდენიმე წვეთით გაზავებული გაგრილებული წყლის სმა. წყურვილის გრძნობას დაგიოკებთ მომჟავო წვენებიც- ლიმონის, ფორთოხლის, გრეიფრუტის, ანანასის, ვაშლის.

რაც შეეხება მინერალურ წყალს, მინერალური წყლების თითოეულ სახეობას მინერალიზაციის განსაზღვრული ხარისხი აქვს. ამიტომ მისი უზომო რაოდენობით სმით შესაძლოა ორგანიზმში მარილოვანი ბალანსი დაირღვიოთ.

სხვა საქმეა ბურახი. ოღონდ ბურახი ნატურალური კომპონენტებისგან უნდა იყოს გაკეთებული და არა შემცვლელისგან. სახლის პირობებში მომზადებული ბურახი წყურვილს კლავს, ძალებს აღადგენს, სიმხნევეს შეგმატებთ, გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელ პროცესებს და ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის.

სიცხეში კეფირი კარგია გულისთვის. გარდა გულისა, კეფირი წყურვილსაც შველის. მასში შემავალი რძის მჟავა და ნახშირმჟავა წყურვილის შეგრძნებას სპობს.

სიცხით გათანგულებს პიტნისა და ასკილის ნაყენიც ძალიან გესიამოვნებათ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment