53
ყოველდღიურად ოთხი ათას ნაბიჯს ვდგამთ. ცოტა არ არის, მაგრამ ვინც ცხრა ათას ნაბიჯს დგამს, ის თანატოლებთან შედარებით უკეთეს ფორმაშია და ჯანმრთელობითაც ჯობნის.
გამოკვლევებით დადგენილია, რომ რეგულარული სიარული არანაკლებ სასარგებლოა ვიდრე სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში.
სიარული აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრაციას აუმჯობესებს, ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა პრაქტიკულად ისეთივეა, რაც ინტენსიური ვარჯიშის დროს.
40-65 წლის ჯანმრთელ ადამიანებში ჩატარებული გამოკვლევებით გაირკვა, რომ ვინც კვირაში სამი საათი დადის , გულის კუნთის ინფარქტისაკენ 30%_ით ნაკლებად მიდრეკილია, ხოლო ვინც სიარულს კვირაში 6 საათს უთმობს, ინფარქტის რისკი 50%_ით უმცირდება.