fbpx

„როგორ გაუხარდა რომ იცოდეთ ყურადღება“…

ავტორი ჟოლო
17 ნახვა

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა ცოტნე გამსახურდია ხშირად მარტო, ხშირად სხვების თანადგომით იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდება. ბევრმა იცის უკვე ამის შესახებ და მას ხშირად მიმართავენ თხოვნით. ამჯერად კეთილმა საქმემ იმერეთში მცხოვრები 84 წლის მოხუცი გაახარა.

ცოტნე გამსახურდია: „დღეს დილას ადრიანად წავედი ბანკში და ჩვენ დაუზარელ, გულიან მეგობარს, გოგი ხაზარაძე-ს იმერეთში 350 ლარი გადავურიცხე 84 წლის ელენე გოგსაძისთვის გადასაცემად. ხომ გახსოვთ, რომ ვწერდი ქალზე, რომელსაც სერგეენკოს და სოფრომაძის შექმნილმა სისტემამ სოც. დახმარება მოუხსნა. აქვე გთავაზობთ მისი საცხოვრებლის სურათებს…

2

3

მაინც ვიტყვი, რომ საჩხერის სააადმყოფოს დირექტორს 2014-15 წლებში ხელფასის გარდა 65, 000 ლ აქვს აღებული, ხოლო სოფრომაძეს მხოლოდ 2015 წელს – 70, 720!

გოგი ხაზარაძე: „მოკლედ, ჩემი თვალით ვნახე ამ ადამიანის უმძიმესი ყოფა. სირცხვილია სოციალურად დაუცველის სტატუსი რომ მოუხსნა შესაბამისმა სამსახურმა. მეტი რა ვთქვა, ფოტოებზეც ხედავთ და ცოტნეც წერს სტატუსში ამ სამსახურის თავკაცების “საგმირო” საქმეებს. როგორ გაუხარდა რომ იცოდეთ ყურადღება“..

მსგავსი სტატიები

Leave a Comment