fbpx

როგორ მოვხიბლოთ ძლიერი მამაკაცი?…

ავტორი Ann
256 ნახვა

თითქმის ყველა ქალს სურს გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს, თუმცა სინამდვილეში არ იცის ეს რასთანაა დაკავშირებული. ძლიერი მამაკაცი ოჯახში დომინანტია, მას აქვს მოთხოვნილება ყოველთვის თავად იღებდეს გადაწყვეტილებას. სწორედ ამიტომ ასეთი მამაკაცები სუსტ ქალბატონებს ირჩევენ.

 

თუ თქვენ თავად ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით და მაინც გსურთ გვერდით ძლიერი მამაკაცი გყავდეთ, მაშინ გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა, რაც მის მოხიბვლაში დაგეხმარებათ.

 

ნუ შეეჯიბრებით – ძლიერი მამაკაცები არ ეძებენ ქალს, რომელსაც რაიმეში შეეჯიბრებიან, სწორედ ამიტომ ეძებენ ისინი სუსტ ქალბატონებს. მათ აქვს დასახული მიზნები და დროს მათ განხორციელებაზე ხარჯავენ. ამიტომ თუ მისი მოხიბვლა გნებავთ, დაივიწყეთ შეჯიბრი.

 

იყავით მიუწვდომელი – ძლიერ მამაკაცებს არ მოსწონთ მარტივად ხელში ჩასაგდები ქალები. არ მისცეთ მას ნება ყველაფერი იცოდეს თქვენს შესახებ.

 

არ შეუცვალოთ გეგმები – თუ მან აირჩია წახვიდეთ რომელიღაც კონკრეტულ რესტორანში, თქვენ კი უკეთესი გეგულებათ, ნუ ეტყვით მას ამის შესახებ. ძლიერ მამაკაცს არ მოსწონს როდესაც ვინმე კარნახობს როგორ მოიქცეს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment