28
2013 წლის 18-20 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით ეწყობა 3 დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი „კერამიკა, ტრადიცია და თანამედროვეობა“.
სემინარში მონაწილეობენ მეზობელი სახელმწიფოების სამხატვრო აკადემიებისა და უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი მხატვრული კერამიკის სფეროდან.
სემინარის თემა: ტრადიციები და ახალი ფორმების ძიება კერამიკის სფეროში.
მონაწილეები: მხატვარ-კერამიკოსები, თეორეტიკოსები.